К основному контенту

პოლიტიკური

   პოლიტიკამ ისე მოიცვა ჩემი ყოველდღიური ყოფა, სადაც მასზე იწყება საუბარი მე, უკვე მექანიკურად, ვდგები და გავდივარ. საკუთარ თავს ვარიდებ და მეცოდება ასეთ დღეში ჩაცვენილი ხალხიც და ჩემი თავიც. 
    სამსახურში იჩხუბეს კიდეც ამ თემაზე და თითქოს უნდა მოვშვებოდით მის განხილვას, მაგარამ სხვა თემით დაწყებული საუბარი მთავრდება იმით, თუ ვინ სად გადაიტანს ახალ პარლამენტს, რომელი საარჩევნო დაპირება ანუ ოცნება ახდება. შემდეგ ამ თემას მოყვება ახლად დანიშნული მინისტრების პიროვნებების განხილვა, ამავე დროს, ვის უფრო შეეფერება ესა თუ ის სამინისტრო და ასე შემდეგ. მთელი პოლიტიკური სპექტრი განხილულია უკვე ჩვენს ოფისში, თან ჩვენთან, საქართველოში ხომ ყველა ძალიან კარგად ერკვევა მაგ საკითხში.
      უფროსმა ისიც კი ამოიკითხა ინტერნეტიდან ,,ნაციონალმა გააუპატიურა ქართული ოცნების წევრიო". აქაც კი პოლიტიკური კუთხით ირჩევენ ხალხს. 
   ჩვენი ქალაქი იმდენად უფუნქციოდ დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,  საპარლამენტო ქალაქი მაინც რომ იყოს ამის წინააღმდეგი  არ ვარ.
   განსხვავებული დიზაინის შენობას კრიტიკულად უდგება მოწინააღმდეგე მხარე და აღარ იკითხება რის ასოციაციას არ იწვევს ხალხში : სპილო გადაყლაპული გველის, კუს და ა.შ. თუმცა, მე პირადად, ამ ბოლოს კრიტიკულად აღარ ვუყურებ, პირიქით მივხვდი კიდეც, რომ უნდა მომეწონოს, რადგან ამ ქალაქში უკეთესი თანამედროვე ტიპის შენობა არ დგას. ისიც მესმის, რომ ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის რთული მისაღებია ეს ფაქტი, რადგან ყოველთვის პოლიტიკურ თუ კულტურულ ცენტრს თბილისი წარმოადგენდა. დღეს კი ვითარება იცვლება და ქუთაისი  მეორე, მნიშვნელოვანი ქალაქი ხდება.
   ცალკე თემაა ასეთი შენობის აგების საშუალება რეალურად რამდენად გვქონდა, მაგარამ რაკი უკვე აგებულია უნდა გამოვიყენოთ.


    დღეს, არ ვიცი სხვებმაც შეამჩნიეს თუ არა, ნამდვილად სასაცილო იყო,  ჩვენი დოდო დეიდას შემოსვლა, ისე აქტიურად ჩაერთო ამ აქტუალურ თემაში გამარჯობის თქმაც ვერ მოასწრო. დამჩა განცდა, რომ გზაში სულ იმას ფიქრობდა ვინ როგორ შეძლებდა საარჩევნო  დაპირებების ასრულებას, მოკლედ სიტყვას ამზადებდა. დოდოს ერთ შეკითხვას რომ დავუსვამთ გვერდზე მიდებს ცოცხსა და ასაღებს და მთელი სულით და გულით დაიწყებს საკითხის ირგვლივ საუბარს.
  მე კი რაღაც სევდა მერევა იმის გაფიქრებაზე, როგორი დამოკიდებულები ვართ   პოლიტიკაზე, ამას კი ჩვენი სოციალური მდგომარეობა განსაზღვრავს, ხალხი იმედად რომ შეჰყურებს ახალი მთავრობის გადაწყვეტილებებს. ძალიან მინდა ამ ქვეყანაში იყოს ბევრი აპოლიტიკური ადამიანი.
  სოფელში მეზობელს ზედმეტსახელად პოლიტიკური შეარქვეს. თუ რატომ დაერქმეოდა ეს სახელი ადვილი გამოსაცნობია, ახლა კი გამოდის, რომ თურმე ეს ზედმეტსახელი ძალიან ბევრს  შეეფერება.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...