К основному контенту
    ახლა რაღაცით დაღლილი ვარ. ხანდახან ხომ არის ისე, რომ ვერ საუბრობ ამის შესახებ, ვერ არქმევ სახელს ამ დაღლილობას. სამძიმო არაფერი გიკეთებია და თითქოს უკეთაც უნდა გრძნობდე თავს, მაგრამ მაინც არ გაქვს ენერგია. ძნელია ახლა ამის ახსნა, რადგან მიზეზი უამრავია, ერთი უმადური სიტყვაც საკმარისია და პირიქით, ერთი თბილი გაღიმება  ცვლის ყველაფერს.  აი ასე ვარ ახლა.
  მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა, თავსხმა იყო. ხან წამოუშენდა მერე ცოტას გადაიკავებდა. ასეთ ამიდში უნდა იჯდე ფანჯარასთან სვამდე თბილ ჩაის, კითხულობდე წიგნს, პერიოდულად ხალხს უმზერდე ქუჩაში და  წაკითხულზე ფიქრობდე. 
  თუმცა ასე არ ყოფილა დღეს, ამაზე გული არ მწყდება, მე მაინც არ მიყვარს მარტოობა, მოწყენილიც კი მაქვს, სამსახურში უფრო სასიამოვნოთაც გავატარე დრო. წვიმამ უფრო ჩაათბო და შეკრა ჩვენი ოფისი.
  ყოველთვის რომ გეფიქრება ისეთი თემებიც არსებობს. დრო და ადგილი, რომ არ მოქმედებს მასზე. ვერც ამიდს დააბრალებ, ეს ამ მზის ან ამ წვიმის ბრალიაო ვერ იტყვი. ამიტომ საკუთარ თავთან გაქვს ეს მუდამ სალაპარაკო, ხან საყვედური გამოგდის ან კიდევ პირიქით მადლიერი ხარ. ერთსა და იმავე საკითხს აი ასე ცვლი ხასიათების მიხედვით. დიახაც სულაც ხასიათის ბრალია ბევრი რამ.

ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე

  დღეს ამანათი მივიღე. ფოსტის თანამშრომელმა ხელი მომაწერია ჩაბარების ფურცელზე და  შეკვრა გადმომცა .
 რა კარგი შეგრძნებაა, როცა ვინმე  გიგზავნის წერილს ან ღია ბარათს, მისი ხელით დაწერილს ან რამე საჩუქარს, მაგარამ საგანგებოდ შენთვის შერჩეულს. მერე ჩააბარა ფოსტის მუშაკს, მან კი  გადმოსერა ცა ან უსიერი ტყეები, გამოიარა გზები და ჩამოვიდა შენს ქალაქში და გრძნობ, როგორი ყურადღებით შეარჩია მან ის შენთვის, დამოკიდებულება შენდამი მთლიანად  ჩააქსოვა მასში. ჩემმა მეგობარმა მიიღო მსგავსი საჩუქარი და ყოველთვის, როცა იმ წიგნს ვეხები ბედნიერი ვარ, ძალიან ფაქიზად და გემოვნებით შერჩეული საჩუქარი გამოუვიდა, მიყვარს ასეთი უანგარო სიკეთე და თან ამ დროს ადამიანებისადმი რწმენა მიბრუნდება.  აი, რომ იფიქრებ, ახლა მან ეს უნდა გააკეთოს და აღმოაჩენ, რომ ისიც ამას უკვე მიმხვდარა და გაუკეთებია კიდეც. ამ დროს შედგება ურთიერთობა და მეგობრობა.
  საქართველოს ფოსტის ნაცრისფერ შეკვრაში კი, მხოლოდ მეცხრე კლასის სახელმძღვანელოები იყო სკოლის მოსწავლისათვის. ფული გადავიხადე და წამოვედი. მე, ახლა ასე წერილს ვინ გამომიგზავნის? სხვა თუ არაფერი ელექტრონულ ფოსტაზე მომწერენ.
     თუმცა მაილზე მეგობრების წერილებს აღარ ვღებულობ მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების აქტიური მომხარებლები გავხდით მეც და ჩემი მეგობრებიც. არა და ამ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, სადაც აზრსაც ვერ ასრულებ ისე საუბრობ, სრულყოფილი  წერილი ნამდვილად ჯობია ერთმანეთის ამბის გასაგებად. მაგარამ 21 -ე საუკუნეა, თანამედროვე მიღწევების დრო, თითქოს ბევრი სშუალებებია ადამიანთა დასაახლოვებლად, ურთიერთობების გასამარტივებლად და გასაუმჯობესებლად, არა და მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი, უფრო ცივს და შორეულს ხდის ერთმანეთთან ადამიანებს.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ