К основному контенту

ბედნიერი პარასკევი

    დღეს ბედნიერი პარასკევის საღამოა. 

   ყველაზე მეტად შემიყვარდა პარასკევი საღამო, აუჩქარებლად მოვდივარ სამსახურიდან და სულ სხვა სიმშვიდეს ვგრძნობ. წინ შაბათი დილის სიამოვნება მელოდება. გეგმა ასეთია: რომ დილით გვიანობამდე ვიძინებ, სინამდვილე კი შემდეგი - შაბათს მეღვიძება უფრო ადრე, თუმცა არაუშავს, ვგეგმავ, რომ საწოლში დიდ ხანს ვინებივრებ, მერე ზანტად, ზლაზვნით ავდგები. სიამოვნებით ნელ-ნელა მოვადუღებ ყავას და მოვხარშავ შვრიის ფანტელებს. საათს აღარ შევხედავ. რა მნიშვნელობა აქვს რა დრო იქნება, როცა არსად მიგეჩქარება. მაგრამ შეგრძნება იმის, რომ შეგიძლია ეს ყველაფერი ნელა გააკეთო, დაჯდე აივანზე აუღელვებლად, აიღო წიგნი ან ძველი ჟურნალები ათვალიერო, ისევ ადრე მახტუნებს საწოლიდან, თან მიყვარს ადრე ადგომა.
      კარგია როცა მუშაობ,  მიზანი და შენი საქმე გაგაჩნია, საჭირო ადამიანად გრძნობ თავს, შენი ცხოვრება გაქვს, მაშინ შაბათ-კვირას აქვს ასეთი ,,სხვა" დატვირთვა, ჩვენს ქვეყანაში ესეც კი სანატრელი მდგომარეობაა.

  მძულს უაზროდ ახირებული პრინციპულობა ვერ ვხდები, რატომ გონიათ, რომ რაც თვითონ ნახეს ან განიცადეს ზუსტად ისეა სამყარო მოწყობილი და 1 %  არ უშვებენ, რომ შეიძლება შეცდე, რომ იქნებ სხვამ მეტის დანახვა მოასწრო და დაუჯერე ცოტათი ან გაჩუმდი მაინც და მოისმინე ჯერ სხვისი სათქმელიც. (ალბათ მეც მქონია ასეთი მომენტები) თუმცა ეს აქ რა მოსატანი იყო, ამიტომ მიყვარს შაბათ -კვირა, ვისვენებ, ვსეირნობ და ვნახულობ მეგობრებს და ვყვები, მთელი კვირის ამბებით გაჟღენთილი, გრძნობით ვყვები თითოეული დილის გათენებას და დაღამებას. 





Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...