К основному контенту


   მიყვარს- ჩამავალი მზის წითელი ზოლი.ჩემი აივანი, ჩაი - მურაბით ან თაფლით, (თუმცა ამ ბოლოს ყავა მაცდურივით შემომიჩნდა, ახლაც ისე მინდა ცხადად ვგრძნობ მის გემოსა და არომატს) მეგობრებთან ლაქლაქი და საოცრად მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, განსაკუთრებით საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, არსებობენ მოსაწყენი ტიპებიც. ყველასთან ვერ მეგობრობ, ერთ ბრძენს უთქვამს ,,ყველას მეგობარი არავის მეგობარი არ არისო". ყველას მეგობარი ნამდვილად არ ვარ. თუ პიროვნული პატივისცემა არ მოდის ადამიანის მიმართ, ისე ძნელია მისდამი გამიჩნდეს სიმპათია.
  მიყვარს  ურთიერთობები . 
 მეგობრებთან ერთად ყავის დალევა და გაუთავებელი ლაპარაკი, თუნდაც უკვე კარგად ნაცნობ, ათასჯერ ,,გადაღეჭილ" თემებზე თუ პირებზე. 
 ურთიერთობებში - ნდობა, არა ეჭვები და უნდობლობა.
  კიდე: ბევრი ღიმილიანი დღეები. კარგი ხასიათები, სიკეთე ადამიანებში, გულწრფელობა და პატიების უნარი. (თუმცა თავად ძალიან მიჭირს ვინმეს რამე ვაპატიო. წყენა ადვილად დავივიწყო  და როცა  სხვას ეს უნარი გააჩნია სიგიჟემდე მომწონს.)
  თქმა იციან, დაჭირდები და მაშინ გაახსენდებიო. გაჭირების დროს რომ გაახსენდები ადამიანს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას შენი იმედი აქვს- ეიმედები.  ეს ცუდი სულაც არ არის.
    პირველად ხატიამ მოიფიქრა ეს მეთოდი, ხმამაღლა რომ არ შეეძლო აზრი გამოეთქვა, სხვების გასაგონად რომ არ ღირდა თქმა, არა და იმ სათქმელს მაშინ თუ ქონდა ეფექტი, დაწერა და ფურცელი ჩუმად გადმომაწოდა. მეც ვითომ აქაც არფერი, პასუხი მივაწერე და უკან დავუბრუნე.  მის მერე დაგვჩემდა, რაღაც, ცხელი ამბების დროს მივმართოთ ზემოთ აღნიშნულ მეთოდს, თანაც ჩვენთვის უკვე კარგად აპრობირებულს. მერე ფურცელს ვკუჭავთ და გვერდით მდგომ ურნაში ჩავუძახებთ.
   ახლა მეცინება ამ ყველაფერზე და ვგრძნობ, რომ ეს რაღაცით გვაახლოვებს კიდეც ჩვენ ორს. ურთიერთობებს მოაქვს ასეთი მომენტები, როცა ეჩვევი ადამიანს და მისი საქციელი თუ თვისება შენთვის ხდება ახლობელი, მიუხედავად იმისა, რომ შენ ის არასოდეს გახასიათებდა. იქნებ მისაღები ისეთი ვინმეც კი გახდეს, აქამდე რომ ვერასოდეს იფიქრებდი. თუ შეეჩვევი ან საერთოდ თუ შეძლებ შენგან განსხვავებული ტიპაჟის მიღებას? საინტერესო კითხვა, საკუთარ თავს გამოვცდიდი ასეთ სიტუაციაში...
ვცდილობდი ყველა ჩემი მეგობრისთვის თავისი ყავის ფინჯანი მეპოვა.
მგონი უშედეგოდ არ მიძებნია.






Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...