К основному контенту

Сообщения

Сообщения за июль, 2012
      ზაფხულის ხვატი ჩამოწვა და საოცრად ცხელა. ის დროა მთას მიაშურო კაცმა ან ზღვას. ზაფხული არ მიყვარს,  არა გართობა და დასვენება როგორ არა, მაგარამ ზაფხული მაინც არა!  ზაფხულში იცლება ჩვენი პატარა ქალაქი  და მიტოც ალბათ უფრო.    მე კი მინდა, ახლა სადმე დიდ ქალაქში ვიყო, დიდ და უცხო ქალაქში. დავბოდიალობდე  მის ქუჩებში, ხალხით სავსე ქუჩებში, ვიყიდიდი ახალ საყურეებს, რომლებიც გრძელი იქნებოდა და წიგნების მაღაზიებში  საინტერესო წიგენბს ავარჩევდი. არცერთ ქუჩას უნახავს არ დავტობვებდი, საინტერესო იქნებოდა ძველი და ახალი უბნების შერწყმა.    განსაკუთრებით დავაკვირდებოდე იქაურების ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.  სიამოვნებით დავესწრებოდი მათ ოჯახურ დღესასწაულებს, მათ თავშეყრის ადგილებს. ასეთ რამეებზე იმდენი მსმენია კიდეც , მაგარამ საკუთარი თვალით ნახული და განცდილი სულ სხვაა.    ჩემი ოცნება მოგზაურობაა ევროპის ქალაქებში (განსაკუთრებით პრაღაში მინდა წასვლა , ახლა კუნდერას ვკითხულობ და მით უფრო დამაინტერესა ჩვენსავით საბჭოეთ გამოვლილი ქვეყნის ნახვა,
გავოცდი წამში როგორ დაცარიელდა:  ქუჩები,  ჩიხები,  გადასასვლელები, ეზოები, სახლები, ოფისები, კაფეები, ავტობუსები,  ტაქსები... როგორ გაქრნენ ჩემი საყვარელი წიგნები თაროებიდან, რა შეუმჩნეველნი გახდნენე საყვარელი ნივთები. გაუფერულდა ყველაფერი ... დავიცალე. არაფერს ვამბობ, მხოლოდ გაოცებას გამოვხატავ. სიტყვები ყოველთვის არ ყოფილა ყველაფრის ამხსნელი. ყველაფერი მაინც არ ითქმება.
    დღეს, 1 ივლისს დასრულდა  ფესტივალი სახელწოდებით ,,თეატრალური იმერეთი", რომელიც 18 ივნისს დაიწყო და იმერეთის ყველა რეგიონის თეატრს მოიცავდა. სპექტაკლები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში იმართებოდა. გამოდიოდნენ: ხონის, წყალტუბოს, ვანის, საჩხერის, სამტრედიის, ჭიათურის, ხარაგაულის  სახალხო თეატრები, მერე დიდხანს გაყვა მაყურებელს ხონის თეატრის მიერ დადგმულ ,,კაცია ადამიანში" ლამაზისეულის სახე და მის ტონზე დაძახებული ,,ქალბატონო". სპექტაკლები იყო თავისებურად საინტერესო,  წარმოდგენილი იყო ძირითადად უფრო მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი დადგმები: ,, კაცია ადამიანი", ,,მე ბებია ილიკო და ილარიონი", ,, ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს" და ა.შ. მათგან ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრს უნდა ეჩვენებია ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ", მაგრამ დაწყების წინ  მაყურებელს სიამოვნებით ამცნეს, რომ პრემიერა შედგებოდა და ,, გინდ დაიჯერე გინდ არა" წარმოადგინეს. დასასრულს  სცენა ქუთაისის ნიღბების თეატრმა დაიკავა და დავით კლდიაშვილის იმერეთის ,,