К основному контенту
      ზაფხულის ხვატი ჩამოწვა და საოცრად ცხელა. ის დროა მთას მიაშურო კაცმა ან ზღვას. ზაფხული არ მიყვარს,  არა გართობა და დასვენება როგორ არა, მაგარამ ზაფხული მაინც არა!
 ზაფხულში იცლება ჩვენი პატარა ქალაქი  და მიტოც ალბათ უფრო.
   მე კი მინდა, ახლა სადმე დიდ ქალაქში ვიყო, დიდ და უცხო ქალაქში. დავბოდიალობდე  მის ქუჩებში, ხალხით სავსე ქუჩებში, ვიყიდიდი ახალ საყურეებს, რომლებიც გრძელი იქნებოდა და წიგნების მაღაზიებში  საინტერესო წიგენბს ავარჩევდი. არცერთ ქუჩას უნახავს არ დავტობვებდი, საინტერესო იქნებოდა ძველი და ახალი უბნების შერწყმა.
   განსაკუთრებით დავაკვირდებოდე იქაურების ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. სიამოვნებით დავესწრებოდი მათ ოჯახურ დღესასწაულებს, მათ თავშეყრის ადგილებს. ასეთ რამეებზე იმდენი მსმენია კიდეც , მაგარამ საკუთარი თვალით ნახული და განცდილი სულ სხვაა.
   ჩემი ოცნება მოგზაურობაა ევროპის ქალაქებში (განსაკუთრებით პრაღაში მინდა წასვლა , ახლა კუნდერას ვკითხულობ და მით უფრო დამაინტერესა ჩვენსავით საბჭოეთ გამოვლილი ქვეყნის ნახვა, ისეც ხომ მაინტერესებს და ეს მომენტი საერთოს მიჩენს თითქოს მეტად, თუმცა არც ერთ დიდ ქალაქზე უარს არ ვიტყოდი) და იქაურივით ცხოვრება ცოტ-ცოტა ხნით, რომ ვიგრძნო თითოეული მათგანის რიტმი.
თუმცა ეს ზაფხულის ხვატი, მხოლოდ რაჭის სიგრილეს მპირდება.
მეტს არაფერს...



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...