К основному контенту
    დღეს, 1 ივლისს დასრულდა  ფესტივალი სახელწოდებით ,,თეატრალური იმერეთი", რომელიც 18 ივნისს დაიწყო და იმერეთის ყველა რეგიონის თეატრს მოიცავდა. სპექტაკლები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში იმართებოდა. გამოდიოდნენ: ხონის, წყალტუბოს, ვანის, საჩხერის, სამტრედიის, ჭიათურის, ხარაგაულის  სახალხო თეატრები, მერე დიდხანს გაყვა მაყურებელს ხონის თეატრის მიერ დადგმულ ,,კაცია ადამიანში" ლამაზისეულის სახე და მის ტონზე დაძახებული ,,ქალბატონო". სპექტაკლები იყო თავისებურად საინტერესო,  წარმოდგენილი იყო ძირითადად უფრო მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი დადგმები: ,, კაცია ადამიანი", ,,მე ბებია ილიკო და ილარიონი", ,, ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს" და ა.შ. მათგან ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრს უნდა ეჩვენებია ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ", მაგრამ დაწყების წინ  მაყურებელს სიამოვნებით ამცნეს, რომ პრემიერა შედგებოდა და ,, გინდ დაიჯერე გინდ არა" წარმოადგინეს. დასასრულს  სცენა ქუთაისის ნიღბების თეატრმა დაიკავა და დავით კლდიაშვილის იმერეთის ,,ცეცხლი დაანთო" სცენაზე. მომავალ წელს კი, როგორც დაგვპირდნენ, მთლიანად დავით კლდიაშვილის შემოქმედებას დაეთმობა ფესტივალი. გამოსვლებში თავად მესხიშვილის თეტრიც იღებდა მონაწილეობას,  მე მას სამწუხაროდ არ დავსწრებივარ.
    ხშირად მიფიქრია, ამის შესახებ, რომ ქუთაისი რაღაცნაირი ქალაქია, პატარა და მოწყენლი. თანამედროვე ცხოვრების რიტმს აქ ნაკლებად იგრძნობ. სიახლესაც ვერ  იტყობს, თავისი კალაპოტიდან არ გადმოდის თითქოს და მისი ცხოვრების ეს რიტმი საუკუნეებს უძლებს, ნაკლებად იცვლება. ამიტომ ეს რამდენიმე დღე  იყო  გამორჩეული, განსაკუთრებით ამ ლამაზი ახლად გარემონტებული  თეატრის  შენობისთვის.    საქართველოს მასშტაბით კი არა, ყოფილ საბჭოეთშიც არ არის უფრო ლამაზი თეტრის შენობა. როგორც ვიცი, ის კიდე უფრო დიდი და მაშტაბური უნდა აეგოთ, მაგარამ ,,მოსკოვმა" არ  მისცათ ნება. პასუხი კი ასეთი იყო ,, ასეთი თეტრი მოსკოვშიც არ არისო"  გარდა ამისა თეტრალური თუ სამწერლო ასპარეზი ბევრმა გამოჩენილმა მოღვაწემ, ხომ სწორედ  ქუთაისიდან  დაიწყო.
ახლა ჟიურის დროა , გამარჯვებული უნდა დაასახელოს.
   მანამდე კი ამ დღის აღსანიშნავად მეგობრების პატარა ჯგუფმა გასეირნება გადავწყვიტეთ. საუკეთესო ადგილად მწერალთა კავშირის ეზო დასახელდა, ლადო ასათიანის ძეგლთან ჩამოსხდომა. უკეთესს ადგილს ვერც ინატრებ, თეთრ ხიდს გადაივლი, ხეებით დაჩრდილულ ეზოში ჩამოჯდები და ისაუბრებ თეტრზე, ხელოვნებაზე, კულტურაზე, თან ჩვენ, ქართველებს,  როგორ გვიყვარს საკუთარ თავზე , ჩვენს კულტურაზე თავმომწონედ, ამაღლებულ  ტონში საუბარი, რომლის სახედ თუ ავიღებთ მწერალთა კავშირის ეზოს, ნამდვილად არ გამოგვადგება. მე, ამ ბოლო დროს, არსად მინახავს ასეთი ანტისანიტარია, ამდენი ნაგავი, თითქოს ვისწავლეთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში ჩაყრა. აქ კი სხვა შემთხვევაა, ურნა თავისი ნარჩენებითაა ძირს წაგორებული, რაც მიურთმევიათ ყველაფერი იქვე დაუყრიათ. ეტყობა ამიტომ აღარც მწერალთა კავშირის შენობის აივნიდან ერიდებიან პირდაპირ ჩვენს თვალწინ კი არა , უფრო მეტიც, ზედ თავზე გვესვრიან ჩაის ფერი.
ფოტო ნათია აფხაიძჲს
     სამაგიეროდ ჩვენ კულტურული ხალხი ვართ ... ძველი , დიდებული წარსულით ვამაყობთ, რადგან დღეს საამაყო დიდად აღარაფერი გვაქს.

ფოტო ნათია აფხაიძის



ფოტო ნათია აფხაიძის



ფოტო ნათია აფხაიძის


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...