К основному контенту

Сообщения

Сообщения за апрель, 2011

გასული კვირა დღე

           მზე, იყო ცხრავე თვალით გამოსული და სულ არ იშურებდა სხივებს ,აფრქვევდა დედამიწას დაუნანებლად ოქროსფერებს. გულშიც თბილოდა , მეგობრული გარემო იყო, მსუბუქი და თავისუფალი. ლაპარაკობდნენ თავში რა აზრიც მოუვიდოდათ, დაფიქრების გარეშე და იყო ჩაბჟირებამდე სიცილები....                  მი ზეზიც  ჰქონდა იმ დღეს,  და არც თუ პატარა ,  ძალიან ლამაზი და   ყველას რომ გვაერთიანებდა ისეთი. ცოტა უცხო და ბევრისთვის უჩვეულოც, ალბათ, რადგან ფოტოგრაფების დაბადების დღეებს იშვიათდ თუ აღნიშნავენ მთელ მსოფლიოში, იხსენებენ, უფრო ახლოს ეცნობიან მათ შემოქმედებას , აი ასეთი დღეა ის ჩვენთვის.       ეს კონკრეტული დღე კი , ანუ 2011 წლის 27 მარტი ედუარდ სტეიხენს ეკუთვნოდა. დახვეწილი ფოტოგრაფია და არა შემთხვევით შერჩეული მომენტები, არამედ ფოტოსთვის დადგმული სახეები. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მე მისმა შემოქმედებამ.  სტეიხენი მხატვარია და ის არ არის პირველი, როცა მხატვარი ხდება ფოტოგრაფი, ეს კი მის შემოქმედებას უდაოდ ეტყობა.    მთავარი ატრიბუტიც არ აკლდა ამ დღეს, სასმელი ედუარდის ეტიკეტით! ადგილიც ულ

ერთ კადრში გადმოცემული მთელი ცხოვრება

სვავი ჩასაფრებია პატარა ზანგის გოგოს რომ შეჭამოს ... ფოტო ამაზრზენია . ადამიანს , როგორც ცხოველს, ისე ეპარება მტაცებელი ფრინველი . ცხოვრების ეს სინამდვილე, ცნობილი ფოტოგრაფის კევინ კარტერის ფოტოზეა ასახული ,რომელიც სრულიად შემთხვევით წააწყდა შიმშილით მომაკვდავ ბავშვს, ფოტომ გადმოსცა გაჭირვება და " შიმშილი სუდანში ". 1993 წელს გადაღებულ სურათში ავტორმა ერთი წლის შემდეგ , ცნობილი "პულიტცერის " პრემია მიიღო და დიდების მწვერვალზეც აღმოჩნდა . ფოტო ყოველთვიის ააღელვებს მნახველს ,მასზე დრო ვერ იმოქმედებს ... 13 სექტემბერი ავტორის იუბილეა ,მან 1994 წელს, 34 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. წერდა ჟურნალი Time "ადამიანი, რომელმაც ძალიან წყნარად მომართა თავისი ობიექტივი, რათა გადაეღო პატარა ბავშვის ტანჯვა _ მეორე სვავია". თუმცა ხელოვნება, ნაწილობრივ მაინც , მოითხოვს მსხვერპლს ავტორისგან... ისინი ცდილობენ, კადრში გადმოსცენ მთელი ცხოვრება ,ფოტოებით ისაუბრონ, ხასიათები, ემოციები, გრძნობები სურათად აქციონ და ასე გამოხატონ თავიანთი თავიც. ფოტოგრაფ
სევდა არ მეშვება ... გველიც ალბათ სიძულვილია. თვალი არ შეცდება შეაფასოს თეთრი და შავი... გველი მგონი არც მენახა აქამდე. ღია, ღია კარიჩნი იყო და უფრო მუქი ზოლები დაყობოდა რგოლებად. ვერ შევძელი ჩამეხედა თვალებში, მისი სიბრძნე მომეპარა ... ჩემსკენ იწევდა და მე გავიქეცი . მართლა, არასოდეს მინახავს გველი, თუმცა, ასეთი ფერის წარმოდგენილიც არ მყავდა.მას, დიდი ხნის წინ, უარყოფილი ანგელოზი ჩაუსახლდა ,ეშმა. მას შემდეგ ერთად დადიან, ოღონდ ხანდახან  ტოვებს გველს და უამრავი ბოროტების სახით, ჩვენსკენ მოიწევს. ეს,  მაშინ, როცა გველი წყალში ჩადის. წყალში კი გველი, როგორც ჩანს, ხშირად ჩადის!

ოცნება

შენ ჩემთვის მზე ხარ, სხივივით ნათელი. სამყარო მთელი ჩატეულა შენში და ჩემს გვერდით ამომდგარა. შენ ფიქრი ხარ ჩემი , ვარდისფერი და ცისფერი ოცნება. მზერაა შენი ჩემში და სამყაროს შენი თვალებით უმზერს. რა გტკივა ახლა ან რა გაგახარებდა ყველაზე მეტად? ამ კითხვას მე არავის დავუსვამ . ეს ისეც ვიცი. ვიცი რა ფერი ჭარბობს ახლა შენში და შიგნიდან ასხივებ. Добавьте подпись ვიცი რა დიდია მიზნები , რომელთაც მიელტვი და ოცნებები მირაჟივით გადმოდის ციდან... არ გამებუტო , როცა რამეს შენში ვერ ვამჩნევ... არ დამენდურო, როცა გული სავსეა შენით... მე ხომ შენში ვარ და შენ , ასე დიდს, ვეღარ გწვდები... და მაპატიე, როცა სიტყვა ვერ ამბობს სათქმელს... როცა გული ვერ იტევს გრძნობას... როცა თვალებში ჩამდგარია თვალები შენი... და მაპატიე თუ კი შემიყვარდი...
განა გრძნობებით ვთამაშობ?! დიდი ხანია დამთავრდა . ახლა ფიქრი ვარ, ნამდვილი და შენი სუნთქვის ამარა, დავრჩი ... მოგელი... არ ჩანხარ... დღეს, უფრო ფრენა მინდოდა , ცას კი, ღრუბლები არ აჩნდა. დღეს, უფრო ცაში ვიყავი და შენი სუნთქვა დამაკლდა.