К основному контенту

ერთ კადრში გადმოცემული მთელი ცხოვრება

სვავი ჩასაფრებია პატარა ზანგის გოგოს რომ შეჭამოს ... ფოტო ამაზრზენია . ადამიანს , როგორც ცხოველს, ისე ეპარება მტაცებელი ფრინველი .


ცხოვრების ეს სინამდვილე, ცნობილი ფოტოგრაფის კევინ კარტერის ფოტოზეა ასახული ,რომელიც სრულიად შემთხვევით წააწყდა შიმშილით მომაკვდავ ბავშვს, ფოტომ გადმოსცა გაჭირვება და " შიმშილი სუდანში ". 1993 წელს გადაღებულ სურათში ავტორმა ერთი წლის შემდეგ , ცნობილი "პულიტცერის " პრემია მიიღო და დიდების მწვერვალზეც აღმოჩნდა .

ფოტო ყოველთვიის ააღელვებს მნახველს ,მასზე დრო ვერ იმოქმედებს ...


13 სექტემბერი ავტორის იუბილეა ,მან 1994 წელს, 34 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. წერდა ჟურნალი Time "ადამიანი, რომელმაც ძალიან წყნარად მომართა თავისი ობიექტივი, რათა გადაეღო პატარა ბავშვის ტანჯვა _ მეორე სვავია".

თუმცა ხელოვნება, ნაწილობრივ მაინც , მოითხოვს მსხვერპლს ავტორისგან...

ისინი ცდილობენ, კადრში გადმოსცენ მთელი ცხოვრება ,ფოტოებით ისაუბრონ, ხასიათები, ემოციები, გრძნობები სურათად აქციონ და ასე გამოხატონ თავიანთი თავიც. ფოტოგრაფები, რომლებიც ერთ კადრში გადმოსცემენ მთელ ცხოვრებას, რომელთაც ბევრი უმოგზაურიათ ,ან სულაც არა ,მაგრამ ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ ფოტოხელოვნებას...

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.     მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.   მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა:  კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა,  შოკოლადი . მომზადების წესი:     ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...