К основному контенту

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.
    ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბოლოს გავიფიქრე, რა უაზროდ მივდივარ-თქო, მოვბრუნდი და ფეხის ქვეშ რაღაც ვიგძენი, დავიხედე და ჩემი ცალი საყურე დავინახე, ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა...  მის მერე იშვიათად ვიკეთებ და ასე ვამბობ ერთხელ მზიამ მაჩუქა, ვერ გავუფრთხილდი, დავკარგე და მეორეთ უფალმა ისევ მაპოვნინა თქო. ის ნაბიჯი სხვაგან, რომ დამედგა და ჩემი ფეხის ქვეშ არ აღმოჩენილიყო ის ლურჯ თვლიანი, ვიცი, ვერ ვიპოვიდი. 

   ზოგჯერ, როცა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ვიხსენებ ამ ფაქტს და მამხნევებს, რომ ღვთისგანაა ყველაფერი და შემთხვევით არაფერი ხდება, ამიტომ მაპოვნინებს მას, რაც გულით, ასე ძალიან, მინდა. 
თიკოს ნაჩუქარი კოლექცია
თამუნას და ხატიას ნაჩუქარი საყურეები
           
ჩემი ძმის ნაჩუქარი ვერცხლისფერი შავ თვლიანი  საყურე
თეას ნაჩუქარი სადაფის, ხელით ნამუშევარი საყურე
ნათიას და თამარის ნაჩქარი საყურეები
მარის მიერ მოულოდნელად იტალიიდან გამოგზავნილი საყურე


   ყველაფერი კი შეიძლებოდა ასე დაწყებულიყო, მაგალითად, მაგ შარფებზე გამახსენდა ან შარფების ამბავს მოყვა და ... 
   მოკლედ  თინიმ მის ბლოგზე ულამაზესი შარფები გვაჩვენა და გაგვიმხილა ,,სასიყვარულო" დამოკიდებულება მათდამი, რომელთა უმეტესი ნაწილი, მსგავსად ჩემი საყურეებისა, მეგობრების ნაჩუქარია. 

  ვკითხულობდი და ვფიქრობდი, რომ  ბედნიერებაა კარგი მეგობრები, რომლებიც კიდე უფრო გაყვარებენ და გილამაზებენ ცხოვრების დღეებს და სუპერ შარფები თინის ბლოგიდან. http://kokinia.blogspot.com/2014/12/scarf-international.html

Комментарии

  1. ირი! ეს რა იყო! რა სილამაზეები! გადავირიე ...

    მადლობა, რომ გააგრძელე "ძაფი" და ასე ლამაზად მოგვიყევი ამბავს.

    მართლაც ღვთის ხელია ყველგან და მისი თვალი. ამენ. ეს ამბავიც დასტური იყო.

    რეზო ინანიშვილს უთქვამს ერთხელ ჭიანჭველების ბუდეზე: აი, ახლა ამათ ჰგონიათ, რომ მათ მეტი არავინ არ არის... ჩვენც ასე გვგონია და ჰეეეეე, ვინ იცის, ჩვენს ზემოთ რა სამყაროა და რა ამბები ხდებაო. :) ერთხელ კიდევ თურმე მთებს გახედა და ასე თქვა, როგორ შეიძლება, ასეთ სილამაზეს ხედავდე და იმ სამყაროს არსებობის არ გჯეროდესო. ეს ქვეყანა თუ ასეთი ლამაზია, ის რაღა იქნებაო. :) შენმა საყურის ამბავმა გამახსენა. მართლა რა ლამაზია.

    შენი ძმის ნაჩუქარიც ძალიან მომეწონა და ყველა. რა ლამაზად გადაგიღია, ფონიც რა მშვენიერია. ხატიას ხატულა საყურეები უჩქნია :) ყველა საყურეს რაღაც მოჰყვება ამბავი, ხასიათი, სიტუაცია... მართლა კარგი გრძნობაა, როცა ნივთს, რომელსაც ეხები, შენი საყვარელი ადამიანის მოგონება ახლავს თან.

    ვერცხლის გულიკებიც მომეწონა და საერთოდ ყველა!

    ამ საყურეებივით მრავალფეროვანი დღეები გქონოდეს და ჩემს თავსაც ვუსურვებ, ხშირად დაგვენახოს ღვთის ხელი და მისი ნება! :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გაიხარე თინი, რაღაც ისეთი პერიოდი მაქვს, უფლის დახმარება ძალიან მჭირდება, გამხნევება და იმედებიი :))

      შენი კომენტარები კი ისეთია სულ ახალ , ახალ პოსტებს უყრის საფუძველს...
      ახლა ხატიას ბლოგს ველოდებით , საყვარელ სუვენირებზეე

      Удалить
    2. ეს ყველაფერი უკვე გაქვს და აწი უფრო მეტი გექნება. :) ასეა ეს.
      თან ახლა შობის წინა ჯადოსნური პერიოდია. :)

      Удалить
  2. ჩემო ირინოლაა, ხომ იცი როგორ ველოდი ამ პოსტს? მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიები ჩემთვის ყველაფერი ცნობილია :) მახსოვს რომ ვფიქრობდი იროს რა ვაჩუქოთქო, ეგრევე ვთქვი "საყურები" :) და როცა მამიკომ საყურეები მომიტანაა მივხდი ძალიან მოგეწონებოდა და შეიყვარებდი :)
    პ.ს. ირო და თინი ამ ხაზს მეც გავაგრძელებ, მეც მოგიყვებით ჩემს საყვარელ სუვენირებზე :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ხატი მე მიყვარს ძალიან შენი ნაჩუქარი საყურე , მომწონს და მიყვარს იმიტომ შენ რომ მაჩუქე.
      სულმოუთქმელად ველოდებით ახალ პოსტს სუვენირებზეე

      Удалить
    2. ველოდებით ხატიას პოსტს! :)

      Удалить
  3. ისე ლამაზად იცი ხოლმე წერა, ირი, ვკითხულობ, ვკითხულობ და აღარ ვიცი, მე რა დაგიწერო ხოლმე.
    ლამაზი საყურეებია და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის, ვისი ნაჩუქარია და როგორი დადებითი აურა დევს მათში.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ვაიმეე, მადლობა სოფი , მე ისეე მიყვარს შენი ნაწერების კითვაა, ძალიან, ძალიან !

      Удалить
  4. :-) sakureebis maniaki var, dabejitebit vambob, sakureebis da ara bechdebis, kelsabamebis etc. dzalian bevri makvs, chemi devizia, rac sheidzleba gansxvavebuli, originaluri, araordinaluri. siamovnebit gagiziarebdit suratebs gogoebo rom shemedzlos.
    irinas chemi rcheva- tu ginda rom lurji sakureebi arasdros dagekargos, gaikete, ukan daimagre patara plastikis samagrebi( ai is tavidan rom mokveba bevr sakures, samagrad) damercmune arasdros ar dagekargeba sakure da shedzleb rom xshirad ataro, shentvis ase dzvirpasi da lamazi samkauli. Nanuka

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ნანუკა შენს რჩევას ნამდვილად გამოვიყენებ, მაქვს ეს პრობლემა, ზამთარში განსაკუთრებით.
      მეც გამიხარდება თუ შეძლებ და გვანახებს შენს საყურეებს , ასევე გაგავაცნობ შენს თავს, თუნდაც ბლოგზე.

      Удалить
    2. ჩემთან შეიხედე, იქ იხილავ ნანუკას :)

      Удалить
  5. vhijdebi sayureebze, yvelaze metad sayureebi miyavrs :) martlac ra lamazia Seni berZnuli sayureebi :)))

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ