К основному контенту

6 დეკემბრის დღე

 მთელი დღის მანძილზე მესმის შემდეგი სიტყვები და  წინადადებები:
 - თქვენი თანხა ჯერ არ ჩამოჭრილა; 
- თქვენი დარჩენილი დავალიანება შეადგენს...
- თქვენ დასაფარი გაქვთ...
გადმორიცხულია, გადარიცხულია, ჩარიცხულია, დარიცხულია ... 

        დილა
    სახლიდან გასვლისას მესიამოვნა გრილი ჰაერი.  
 დღე  უცნაურად დაიწყო, მოედანზე ჩასულს სახლში ამობრუნება მომიხდა, რადგან რეაბილიტირებული ჩვენი ცენტრალური მოედანი, მხოლოდ ცალსახადაა და ამიტომ გაფუჭებულ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ფეხი უცნაურად ჩამივარდა და ქუსლი მოტყდა ჩემს ჩექმას, ,,ტკაპ" დაიძახა, უკან მივიხედე და ქუსლი იქვე ეგდო. ტაქსამდე როგორც იქნა მივედი. მერე მთელი დღე ჩამესმოდა უცნაური ტკაპანი.

     დღეს მოსმენილი ისტორიები

   ამის წინ, მამაომ, წირვის შემდეგ იქადაგა, თუ რა ცუდია და ადამიანს როგორ ვნებს გასართობი თამაშები. აგებენ ფულს, ძვირფას ნივთებს, სახლს. დღეს კი მოვისმინე უფრო შემზარავი ისტორიები ვიდრე სახლის ან საერთოდ რაიმე ნივთის წაგებაა, რადგან თამაშობენ და აგებენ  თურმე ცოლ-შვილსაც კი. ერთ კაცს სახლში წაყოლია ვინაც მოუგო ის. მამას კი გოგო, რომელიც წააგო მასთან გაუშვია, მოგებულს ეყო ნამუსი და  უთქვამს: შედი შვილო სახლში და მამაშენს გადაეცი გზაში არ შემხვდეთქო. ამის მოსმენისას ტანში ჟრუანტელი მივლიდა. 
 ცხოვრობენ ადამიანები საკუთარი სიამოვნებით ისე, რომ ოჯახის წევრებს არ უფრთხილდებიან ან საერთოდ რატომ გონიათ, რომ ნივთივით თავიანთ საკუთრებას წარმოადგენს ცოლი და შვილი. 
  გარდა ამისა, ოჯახის წევრებმა პიროვნებები არ უნდა ჩაკლან ერთმანეთში, ადამიანი ყველაზე საინტერესო მაშინაა, როცა ის პიროვნებაა და არაა ჩვრად რომ გადააქცევ და სადაც გინდა იქით გადადებ.

      საღამო

    საახალწლო განწყობა მსიამოვნებს. ნელ - ნელა ედება მთელ ქალაქს, აქა - იქ  მაღაზიებში ნაადრევად გაწყობილი ნაძვის ხეებიც მოჩანს. გასაყიდად გამოტანილი ნივთებიდან კი მეც ვირჩევ რამდენიმეს და სახლისკენ მოვიჩქარი.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...