К основному контенту

ათასი წვრილმანი


      უკვე დეკემბერი დადგა ძალიან კარგი ამიდებით, მაგალითად  გუშინ სამ დეკემბერს 24 გრადუსი სითბო იყო, დღეს 19 გრადუსი, სასიამოვნოდ თბილოდა, მეცვა  თხელი ზედა ქურთუკის შიგნით და არ მციოდა. 
  მე მცივანა ვარ. ცოტა შეციებასაც კი ვერ ვუძლებ. მიყვარს სითბო, ყოველნაირი სითბო მიყვარს. გულის სითბოო კი უუფ ძალიან მიყვარს :)

    წერა სასიამოვნო პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი არაფერი დამგროვებია, მოსაყოლიც არაფერი მაქვს, მინდა მაინც არ გავჩერდე და ვწერო, აზრები  ნელ - ნელა განვავითარო. ჩემი მეგობრები ანუ ჩემი წამკითხველები ვიცი, მაინც შეავლებენ თვალს და დაინტერესდებიან აქაური ამბებით. თუმცა, როცა ვწერ, არ ვფიქრობ, რომ ვინმე წაიკითხავს, უფრო ჩემთვის ვწერ. რაღაც დროის შემდეგ, ეს საინტერესო ქრონიკა გამოვა,  ჩემი ცხოვრების ათასი  წვრილმანის დამტევი. ცხოვრება კი ისე ჩქარობს სულ არ მელოდება მე. დრო ხომ გარბის და ხშირად ვიხსენებ: რა მალე გავიდა ერთი კვირა ან ერთი თვე ან წელიწადი.

   ერთი წელიც გავიდა. ცოტა დარჩა 2012-ის გალევამდე და მახსოვს 2011 წელი, რომ გავაცილეთ ჩიჩილაკის მოპარვა დააპირა ჩემმა თანამშრომელმა და მისი გარეთ გადება, იქ კი თუ ვინმე აიღებდა და წაიღებდა, უკითხავად რათქმაუნდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ წელიწადს ჩვენი ოფისიდან ვიღაც გათხოვდებოდა. მე მსგავსი ცრურწმენების არ მჯერა. სამი თანამშრომელი გათხოვდა წელს ერთი ორჯერაც კი, მაგარამ იმ ჩიჩილაკს ვერ დავაბრალებ, მაგ ამბავი გადაწყვეტილი იყო ისეც, სასიძოები რიგ-რიგობით დადიოდნენ მაინც ჩვენს ოფისში, ზოგი თეთრი ვარდებით, ზოგიც სიყვარულით ანთებული თვალებით.


    ჩიჩილაკი გურულებს მოუგონიათ და ყოველ ახალ წელს იკავებს ჩვენს ოჯახშიც საპატიო ადგილს, ქართული და ტრადიციული  რომ არის, მეც  განსაკუთრებით შემიყვარდა. ჩვენ რელიგიას და ტრადიციას მაინც ისე ვხლართავთ ერთმანეთში, რომ ხშირად გამოცალკავებაც გვიჭირს რა მოდის ეკლესიიდან და რა ტრადიციიდან. აი ამბიონში რა წავიკითხე მასზე  :“ჩიჩილაკი, რომელსაც ბასილის წვერებს ეძახიან და წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირებენ, ხალხურ ტრადიციაში საეკლესიო დღესასწაულის დამახინჯებულად აღნიშვნაა. საიდან მოდის ეს? 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე გახლავთ, იგი ქრისტიანული სამყაროს უდიდესი წმინდანია – სვეტი და ბურჯი მართლმადიდებლური ეკლესიისა."

  იქნებ ვინმე, ცრუდ მორწმუნეს დააინტერესოს კიდეც ამ წესმა და გაამართლოს კიდეც მის ცხოვრებაში, გააჩნია რას ირწმუნებს.

  ახალწელს და ჩიჩილაკს თოვლი უხდება უდაოდ, მაგრამ მაინც მიხარია ასეთი თბილი დეკემბერი რომ დაგვიდგა. მზე რომ მეალერსება, მოფუთნული კი არა თხლათ და კოხტად რომ მაცვია და არ მცივა. 

P.S. მგონი ცოტა ადრეა  საახალწლო განწყობა, მაგრამ თვითონ ახალი წლის დღეზე მეტად მე ეს სამზადისი მსიამოვნებს!

   


  

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...