К основному контенту

სხვა დრო

  ცენტრალურ მოედანზე საათი ყოველთვის არასწორ დროს აჩვენებს.
ამ ქალაქს თავისი დრო აქვს.
 სხვა დრო.
 მოედანზე  ქალაქის მთავარი საათი ძირითადად ჩამორჩენილია ნამდვილ დროს.
     დილით სახლიდან რომ მოვიჩქარი, ვუყურებ და თან ვანგარიშობ თუ რამდენითაა  უკან მოედნის საათი.
  საღამოს გარეთ რომ გამოვედი, ქუჩებში ლამპიონები უკვე აენთოთ, კაფეების დაბურული მინებიდან მბჟუტავი შუქი გამოდიოდა, გარედანაც კი შესამჩნევი იყო მათთან  სიცარილე.
  ქუჩაშიც ცოტა ხალხი მოძრაობდა ... 

  რა მოწყენილი ქალაქიცაა ზუსტად ისეთივე გარემო იყო.

  ეს თვე ჩემი ბლოგისთვისაც არ აღმოჩნდა აქტიური. 
 თვეც იყო გადარბენის, 
 მოლოდინის,
თუმცა ახალი  და მოსაყოლი ამბებიდან დაცლილი.

   ბანკებში ლამაზი ნაძვის ხეები მხვდებოდა, ზოგან ისევ ძველი, ზოგანაც ახალი დაუდგამთ, სიმბოლურად თავიანთ ფერებში გაწყობილი. 
    ქალაქში კი,  თვის შუა რიცხვები იქნებოდა, ამოვლისას გამიკვირდა, ჩავლისას როგორ ვერ შევამჩნიე ფიფქების ის კონსტრუქცია, ბჟოლებში რომ დადგეს და ნაძვის ხის ფუნქციას ასრულებს– მეთქი, ვიფიქრე. ღამე როცა განათებულია, უფრო ლამიზიცაა, თუმცა ღამის ცხოვრებით ვინმე ცხოვრობს ამ ქალაქში?!  მეეჭვება. 

  წინასაახალწლოდ ასეთი განწყობა მაქვს : 
    მგონია, რომ მთელი ცხოვრება  ვგრძნობ სუნს,  რომელიც ბავშვობიდან  მომყვება, და  მეზობლის სახლში დახშულ ოთახებს ადიოდა, მზის სხივი რომ არ ენახათ დიდი ხანია, სუფთა ჰაერის შემოჭრა, დაღებული ფანჯრებიდან, მათვის უცხო იყო.  განსაკუთრებით სასტუმრო ოთახში იყო სქელი დარაბების სიბნელე და მძიმე ჰაერი.

   ახალი წლის მოლოდინი მიყვარს, დიდი მწვანე ნაძვის ხის გაწყობა, გიზგიზა ბუხარი, ნაკვერცხლების ყურება და სითბო...
    სიტკბოს ვუსურვებ ყველა ჩემს მეგობარს ( წამკითხველს ) ამ   ახალ 2013  წელს!


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.     მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.   მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა:  კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა,  შოკოლადი . მომზადების წესი:     ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ...