К основному контенту

ოთხი რიცხვი


 6 დეკემბრის შემდეგ სიტყვის დაწერა ვეღარ მოვახერხე ვერც აქ, ვერც ,,ჯიბის"  დღიურში,  თან იმდენი  კარგი დღეები იყო, ლამაზად გატარებული საღამოები. 
   17 დეკემბერს  წმ. ბარბარეს ხსენების დღეს აღვნიშნავთ.  წმ. ბარბარე ბავშვების მფარველი წმინდანია და საკუთარმა მამამ აწამა ქრისტეს რწმენისთვის ანუ მისი განსხვავებული  შეხედულებისთვის დასაჯა სიკვდილით.
    სამწუხაროდ ახლაც არიან ასეთი მამები, რომლებიც თუ სიკვდილით არა, ისე ატერორებენ თავიანთ შვილებს, რომ მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ტრამვად, რადგან მათი შეხედულება ცდება მშობლისას, თითქოს მათ ცხოვრების უფლება არ  ჰქონდეთ და მხოლოდ მათი, მშობლების დაქვემდებარებაში,  მთელი ცხოვრება უნდა დარჩნენ. ბევრი მშობელი გაზრდას არ აცლის ადამიანს. 
  ბარბარობას ჩვენთან იმერეთში ,,ბარბალობას" ეძახიან ლობიანებს ამზადებენ და ჩვენ, როგორც ტრადიციისა და რწმენის ერთად მსახური ხალხი, მეფეხურს ველოდებით კარგი ფეხისა და კარგი გულის ადამიანს, რომ მომავალი წელი უფრო ნაყოფიერი გამოდგეს, სინამდვილეში კი მის ფეხზე არაფერია დამოკიდებული, უფლის წყალობას ჩვენივე ცხოვრება განსაზღვრავს. ამ ბოლოს შევიცვალეთ ამ მხრივ შეხედულება, თორე ბავშვობაში მეც ვიყავი მეფეხური. ბარბარობიდან კი ახალი წელი უკვე ნელ -ნელა  იწყებს ფეხის შემოდგმას.

  18 დეკემბერი წმინდა ღირსი საბა განწმენდელის დღეა. მე სანამ საბა ნათლული არ გამიჩნდა მანამდე არ ვიცნობდი ამ წმინდანის ცხოვრებას, ის ჩვენთან ნაკლებად ცნობილი წმინდანია.

 19 დეკმბერი  წმ. ნიკოლოზის დღესასწაულია, ამ დღეს ტრადიციასავით დავაწესე და მესამე წელია, ღმერთის წყალობით, ვეზიარები. ძალიან დიდი წმინდანია ჩვენთვის და მისი ცხოვრება საოცარი სასწაულებითაა სავსე. მას უწმინდესმა საქართველო შეავედრა.

20 დეკემბერი კი მნიშვნელოვანი დღე გახდა მთელი ქართველი  ერის ისტორიაში. დღეს ყველასათვის საყვარელი მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხეს. მისი ცხოვრება კი ბრძოლა იყო ბოროტების წინააღმდეგ. სასტიკი კომუნისტურ რეჟიმის მიუხედავად მან ცეცხლს მისცა ლენინის სურათი. 
    რაც გამიგონია წმინდა  გაბრიელზე:
 ერთხელ მამა გაბრილს ჰკითხეს თურმე: მამაო რას ნიშნავს მარხვაო? მამოს  შეუხსენებია  შემკითხველისთვის ჯერ მისი ცოდვები, ხოლო მერე სუფრასთან მიუპატიჟნია, ახლა რაღა მაჭმევსო უთქვამს . -აი მაგას ნიშნავს მარხვაო. უპასუხია  მამა გაბრიელს . 
   თქვენ რომ იცოდეთ როგორი მადლია წირვაზე მის მტვერს ახვეტავდითო - უთქვამს წმ. გაბრიელს.

,,ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს."
,,ღმერთი ღრმაა ერთი. ღმერთი არის სიყვარული."
,, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც."
წმინდა გაბრიელის ხსენების დღედ  2 ნოემბერი დაასახელეს.
ღმერთო მრავალს დაგვასწარი ბედნიერ დღეებს და გვიმრავლე სიკეთით სავსე დღეები. 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...