К основному контенту
    ფოტოგრაფი ჩემგან ვერ დადგება , ეს ზუსტად ვიცი,  მე მაგის ხედვა არ მაქვს . 
ფოტოების გადაღებით მიღებული  სიამოვნება კი რაც არის, ეს ვიგრძენი .  
სოფელში, სახლის უკან, დიდ ბაღში გავედი და კადრების გადაღებით ვეღარ ,,გავძეხი", რაღაც მუღამში შევედი ისე, რომ გამოსვლა აღარ მინდოდა. რაც უფრო ბევრ და ლამაზ ფერებს ვუყურებდი ფოტოაპარატის ეკრანზე, მით უფრო მსიამოვნებდა გადაღება, მითრევდა ეს პროცესი. 
  ამ დროს კი უფრო ღრმავდები შენს თავში, ეს მარტოობაც გსიამოვნებს, არ გჭირდება ვინმე, აი მარტოობის გამართლებაც ვიპოვე. მოკლედ კარგად ყოფნას ნიშნავს, შემიყვარდა ეს საქმე, თუმცა შედეგზე საუბარი ზედმეტია, არაფერი არ  გამოვა აქედან, მაგრამ მართალი რომ ვთქვა სულაც არ მაინტერესებს ეს, აქ მთავარია ფოტოების გადაღებით მიღებული სიამოვნებაა.
   მივხდი, რომ ფოტოგრაფებს ეყვარებათ  ფიქრი, საკუთარ თავში  ჩაღრმავება და ძებნაა , გამუდმებული ძებნა- კადრის საინტერესო კუთხით წარმოჩენისა...
  მარტოობას ამით ვერ ავსებ, უბრალოდ იმ მომენტში აღარ გახსოვს, რომ მარტო ხარ და მოწყენილი.
 მინდა დავარღვიო ჩემი მარტოობა, დავამარცხო, თითქოს, ეს ისე ადვილიაა, მეტი რა გვევალება ადამიანებს, გარდა იმისა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს სიხარული მივანიჭოთ.
 არ გამომდის, ვერ ავაწყვე. 
მოლოდინი კი ნელ-ნელა ქრება ...
რაღაცა ხდება, რაღაც მთავრდება.გარემო იცვლება. შენი დრო მიდის, ძალიან პატარა დრო, როცა ცხოვრება უნდა მოასწრო, ერთი ცხოვრება ყველას მოუსწრია, ღიმილიანი და კეთილი ცხოვრებაა საქმე თორე...
ცხოვრება მიდის, ღელავს და ჩქარობს...
წუთები რჩება გონებაში და ფოტო- კადრებად ...



   



Комментарии

  1. მე მომეწონა შენი ფოტოები :))) შეიძლება იმიტომ, რომ მე კიდევ უარესი ფოტოგრაფი ვარ :დ ვარდკაჭაჭა ჩემი საყვარელი მცენარეა, ლამაზი.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ