К основному контенту
   ამ ბოლო დროს, სულ სხვის ბლოგებს ვკითხულობ , ისე, რომ თავად ერთი სიტყვაც ვერ დავწერე . 
მაინც რას ნიშნავს ასეთი ინტერესი სხვისი ცხოვრების მიმართ? 
იმას  როცა საკუთარი ბევრი არაფერი გაგაჩნია?
 თუ ამოწმებ, შენ რამდენად უკეთ გრძნობ თავს იმ სხვაზე .
თუ უბრალოდ გინდა გაიგო, როგორ ცხოვრობენ შენს გვერდით ადამიანები.
ისევ ვეღარ ვაგრძლებ და კვლავ სხვების ბლოგებს მივჩერებივარ.
 ყველაფერზე წერენ.
 ზოგიც უფრო თამამია და მომწონს,  ყველაფერს რომ ამბობს საკუთარი თავის შესახებ , ეს გახსნილობა მსიამოვნებს (ამ დროს მეჩვენება, რომ თითქოს ცხოვრებაშიც ასე გახსნილები ვართ ერთმანეთთან) მეტს ვგებულობ მათზე, ადამიანებზე, რომლებიც ჩემს გვერდით ცხოვრობენ, დადიან, მუშაობენ, სწავლობენ და გარეგნულად სულაც არ ეტყობათ უცებ რა ეწყინათ ან რა გაუხარდათ, ყოველშემთხვევაში შენ,  უცნობთან არ მოვლენ და ამას არ მოგიყვებიან .
  ზოგი ალბათ უფრო ყალბია, ზოგიც უფრო გულწრფელი, თუმცა ყვებიან ხან სხვისას, ხან საკუთარ ცხოვრებას და  გრძნობ, განიცდი შენს თანამედროვეობას. ეპოქას, რომელშიც  ცხოვრობ, მათი საფიქრალი შენიცაა, მათი წუხილი იქნებ შენც გაწუხებდეს. ზოგი შვილზე წერს, ზოგი სამსახურზე, ყოველდღიურ უღიმღამო თუ საინტერსოდ ჩავლილ დღეზე, ვის როგორი ყავა უყვარს, (მე ყავაც მიყვარს და ჩაიც მაგარამ, რატომღაც ამ ბოლოს ყავას უფრო მეტს ვსვამ, როცა საერთოდ აღარ ვეტანებოდი. არა და რა ჯობია თაფლიან ჩაის?) ვინ სად და როგორ ისვენებს, ბოლოს რა წიგნი წაიკითხეს, რა კინოს უყურეს და გებულობ ვის როგორი ფილმი უყვარს ( მე მიყვარს ,,რაღაცნაირად" თბილი ფილმები, ერთიანად რომ გათბობს, გამშვიდებს, გაცოცხლებს, ცხოვრების ხალისს გიბრუნებს. არ მაინტერესებს თანამედროვე სპეც- ეფექტები) უბრალოდ გებულობ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები შენს გვერდით, რომლებსაც რეალურად არ იცნობ, მაგრამ მათი არსებობა უკვე იცი.
მე კი ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ მათ ამბებს, ვფიქრობ, მომწონს და განვიცდი.
   არ ვიცი რამდენად ინტერესდებიან ჩემი დაწერილით , თუმცა ერთი ან ორი მაინც მეგულება ისეთი, აქ რომ შემოიჭვრიტება, ჩაიკითხავს და ჩაეღიმება.
მოკლედ ასეთი გამოვიდა სხვისი ბლოგების კითხვის ბლოგი :))

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...