К основному контенту

   რამდენი რამეა,  რომელზეც გინდა ისაუბრო, თქვა, გადმოანთხიო და გადმოყარო შენში ჩაგროვილ - ჩაბუდებული სათქმელი, შენი ცხოვრება რომ ქვია და ბევრი კითხვები რომ დაგიგროვა, მაგარამ არ გყავს მოსაუბრე და ჩუმდები, შენს თავში იკეტები, ფიქრობ გაუთავებლად და ოცნებობ მოვიდოდეს ვინმე და მოგისმენდეს.
მოსმენა ხომ ასე რთულია.
http://n-a.artphoto.pro/
ფოტოს ავტორი: ნათია აფხაიძე
   მერე დგება დრო, რომ მარტო მოსმენა კი არა, ცოტა დახმარებაც გჭირდება. გინდა გიბიძგოს ან კითხვას რომ სვამ პასუხი გიპოვოს ვინმემ.
    დღეს აღმოვაჩინე რომ, უამრავ ძველ ნივთს ვინახავ, ზოგი მათგანი ისეთი უსარგებლოა არაფერში გმოდგება, მაინც ვერ გადავუძახე ურნაში. ვერ გადავყარე, ვერ შეველიე ძველ განცდებს, იმ წუთებს, რომელშიც ეს ნივთები  მაბრუნებენ. ვხვდები, რომ ამით ჩემს წარსულს ვუფრთხილდები, ვერ ველევი, მოგონებებს არ ვაძლევ საშუალებას (დამივიწყონ) დავივიწყო. ამიტომ არ ვყრი.
  ვისაც შეუძლია თავისუფლად გადაყაროს ძველი ნივთები, ძალიან კარგი თვისება აქვს. მას არც სიახლის მიღების შეეშინდება ცოვრებაში, მე კი ამ მხრივ, უფრო რთული ვარ, არ შემიძლია ადვილად  მივიღო სიახლე, ბევრი კრიტიკის ქარცეცხლში თუ არ გავატარე. ავწონ - დავწონე, გადავზომე, გავიფიქრე როგორ და რანაირად ვიგრძნობ თავს  ( ყველაფრის გადაანგარიშებას (წინასწარ განცდას) როგორ მოახერხებ კაცი?!) ძალიან ემოციურად განვიცდი, ბევრს ვფიქრობ და უზომოდ მღლის ეს ყოველივე.
  ალბათ ამიტომაც,  სიახლე ისე ნაკლებადაა ჩემს ცხოვრებაში, ამაზე შემიძლია სულ არ ვიღელვო,   ყველაფერი ძალზედ სტაბილურად- ძველებურადაა.
  როცა დიდი ხნის უნახავი ახლობელი მომიკითხავს და იქნებ, სულაც ზრდილობისთვის იკითხავს, რამე სიახლეს ჩემს ცხოვრებაში, უხერხულობით ისე ვიშმუშნები, თითქოს რაღაც დიდ დანაშაულზე წამისწრეს.
   შინაგანი განცდა და რწმენა დიდ გავლენას ახდენს ცხოვრებაზე. ასეთი რწმენა კი, ალბათ უვარგისია.
   საკუთარ თავთან ბრძოლა ხშირად მიცდია, რაღაც გამომსვლია, რაღაც არა , თუმცა შიში  რთული დასაძლევი ყოფილა.
   იმედს ვიტოვებ, არ არის ცუდი, როცა მცდელობა გაქვს, სულ არაობას ჯობია. მეცინება ამ სიტყვაზე ,,სულ არაობაზე" და მაინც ვიყენებ. რაღაცნაირი სიტყვაა, ერთდროულად იმედიანიც და უიმედოც. მე იმედიანობა უფრო მიყვარს და ოპტიმისტი ვარ. ეს მეხმარება (დამეხმარება) ბრძოლა გამოვუცხადო განცდას (თუნდაც შიშს), რომელიც მთრგუნავს.
იქნებ გამომივიდეს.




   

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...