К основному контенту

დღიური



    1  ნოემბერია, ხუთშაბათი,  ღრუბლაინი დილაა, მაგარამ არ წვიმს, ძალიანაც არ ცივა. ნოემბერი, თავის მხრივ, იტყობს ზამთრის მოახლოებას. თუმცა დღეს ეს ნაკლებად გამოდის მას, რადგან 21 გრადუსს აცხადებენ საინფორმაციოები.
  დილით ხატიამ მოგვიყვა თავისი უცნაური სიზმარი. პატარა გოგოსთან ერთად ლიფტში გაჩხერილა, ლიფტს ცალი კედელი არ ქონია, მერე ბავშვი ვიღაცისთვის აუწოდებია და გადაურჩენია. ბოლოს თვითონაც გამოსულა. მე კი ინტერნეტში ვიღაცის ,,დილას" ვკითხულობ, როგორ ამზადებდა ბლინებს თავისი სამი შვილისთვის, რა დროს გადიოდა მეუღლე სახლიდან, შემდეგ შვილები და ბოლოს თვითონ. ერთ-ერთი დაჟინებით ეკითხებოდა თუ რატომ უწერს მასწავლებელი მასზე მეტ ქულას ისეთ ბავშვს, რომელიც უკეთ არ სწავლობს ვიდრე ის, ამით მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ ის სხვებისაგან განსხვავებულია და საცოდავად მიიჩნევს?  ჯანსაღი აზროვნება მესიამოვნა, მეც გავთბი, უცებ მათ სახლში აღმოვჩნდი, ბლინებზეც დავეწვიე. მივხვდი, რომ ძალიან მინდა თბილი ოჯახი, სამი შვილით, ჟრიამული და სიცოხლის მძაფრი შეგრძნება. ოჯახში სწორი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ხატიას სიზმარი მალე გაცხადდა, ნინოს დავურეკეთ და ორსულობის შეწყვეტა გადავწყიტეთო გვითხრა, აღარ ტიროდა, უფრო მშვიდი ჩანდა. საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გავედით გოგოები სანახავად. საავადმყოფოს   C კორპუსში შევედით. სისუფთავე და კარგი რემონტი იყო. ახალი გადმოსულები არიან ამ შენობაში. მისი პალატიდან მოჩანდა განათებული ახალი პარლამენტის შენობა, მთავრობის და იუსტიციის სახლი, ახალი უბანი გაჩნდა ჩვენს ქალაქში, თანაც სამთავრობო. დროებითია მგონი, რადგან  ისევ უკან უნდათ დააბრუნონ პარლამენტი. ცა კი სერი და გაბერილი იყო ნისლივით ადგა თავზე ამ შენობებს.   ცილებზე  იყო ყველაფერი დამოკიდებული, პატარას სიცოცხლე კი მის ბრძოლის უნარიანობაზე. ექიმს უთქვამს: რომ ვიყოთ იაპონიაში ან გერმანიაში 100 %-იან გარანტიას მოგცემდით, რადგან იქ ბაშვებს დედის მუცლის გარემოს უქმნიან და ასე აჯამთელებენო.აქ ,კი ...
   ადრე მთებში  ( იქნებ ვინმე ახლაც არის ასე არ ვიცი ) ქალი რომ მოილოგინებდა, მერე 40 დღე ცალკე ყავდათ ისე, რომ არავინ ეხმარებოდა და თუ შეძლებდა გადარჩენას ახალშობილი, ბრძოლის უნარი თუ აღმოაჩნდებოდა ჩათვლიდნენ, რომ   იყო სიცოცხლის ღირსი.
საღამოს გაწვიმდა.
    დღეს 2 ნოემბერია, პარასკევი უფრო მშვიდი დღეა, კვირის ბოლოა და უფრო მიყვარს, რადგან ხვალ, შაბათს შევძლებ დასვენებას. მთელი კვირით დაღლილი, დატვირთული გონებასაც მოვადუნებ და ფიზიკურადაც  დავისვენებ. ბანკში მიწევს რიგში დგომა, ბანკომატმა თანხა ჩამიყლაპა, კარტებს რომ ყლაპავდა ვიცოდი, მაგარამ თანხასაც თუ  მიირთმევდა ეს აღარ ვიცოდი. განაცხადი შევავსე და დღის ბოლომდე დაგიბრუნდებაო მითხრეს, sms შეტყობინებაც გავააქტიურე, მაგარამ კონსულტანტმა ისეთი სახით მითხრა ზუსტად არ ვიციო მივხვდი, რომ არ უნდა დავლოდებოდი. ამიდია ძალიან კარგი, მზემ ისე გამოანათა გუშინდელი წვიმა სულ ააშრო. ნინომ თვითონ მოგვწერა გოგო დაიბადაო, ცოტა პრობლემები აქვს, მაგარამ კარგად იქნება. უფრო ძლიერია ვიდრე ექიმებს  ეგონათ.
    ყოველ შაბათ - კვირას თავისი გეგმა აქვს, ხვალაც შესაბამისად და ზეგაც. იმედია ყველაფრის განხორციელებას შევძლებ.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...