К основному контенту

ლირიული გადახვევა

    მას სევდის ფერი ჰქონდა თვალები. დღე იყო მშვიდი.
 მქონდა სურვილი, ჩემი ოცნებების მისთვის გამხელის და იქვე მივხდი, რომ შეიძლებოდა დამეკარგა ისინი, მათი დაკარგვა კი არ მინდოდა.
 ახლა ვზივარ და ველი ახალ დროებას, რომელიც ალბათ ოცნებების დროს მიისაკუთრებს და  რეალობისკენ გადამიყვანს.

ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე

    ლირიული გადახვევა იყო ეს. ბავშვობიდან მიყვარს ლექსების კითხვა და ლირიული გადახვევები. კლასელმა ამაზე დამცინა და მე ვერ მივხდი რას ხედავდა მასში დასაცინს, პოეზიის ხუთი წუთი შევარქვათო სხვებს უთხრა. თავად არ უყვარდა ლექსები, მაგარამ ალბათ ვერც იმას ხვდებოდა, რომ სხვის, ამ შემთხვევაში  კლასელის აზრისთვის, რომელსაც მეგობრად თვლიდა,  პატივი  ეცა. სამაგიეროდ უაზროდ, სიცილით კვდებოდა და მოყვანილ აზრებს საერთოდ არ უკვირდებოდა.

     ეს ახლა ნაკლებად მაღელვებს, თუმცა დღემდე მახსოვს, ჯერაც  არ დამვიწყებია.
  ნიკო ლორთქიფანიძის ეს სიტყვები მახსენდება: ,,რანაირია ადამიანი, ფიქრობდა ალკიბეადესი, ცუდს თითქოს გაურბის, აძაგებს, ცდილობს მოსპოს ცუდი ხსოვნით კი ცუდი უფრო ახსოვს ვიდრე კარგი." ძალიან მომწონს, ბავშვობაში ბევრს ვკითხოლობდი ნ. ლორთქიფანიძის მინიატურებს,  ბევრი მათგანი  ზეპირადაც კი ვიცოდი. მომწონდა ისეთი საკითხავი ლიტერატურა, რაც მერე ასე გაფიქრებდა. ან ეს: ,,ადამიანი კი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობიობა.ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ ერთი. ადამიანი მუდამ ადამიანია - არც მეტი და არც ნაკლები."

   მოზარდობის ასაკში ეს ძალიან სასარგებლოცაა, როცა აკვირდები ადამიანებს, ურთიერთობებს და ახალ აღმოჩენებს აკეთებ, ადამიანები ბევრ რამეს ვსწავლობთ ერთმანეთისგან, განსაკუთრებით კი მეგობრებისგან, ნამცხვრის გამოცხობას, ვგებულობთ რომელი სარეცხი საშუალება ჯობია ჭურჭლის გასარეცხად ან რომელ ფოტოზე უფრო ლამაზად გამოვიყურებით, თუ სუბიექტური არ არის იმ მომენტში მეგობარი და სიყვარული არ გადაძალავს გვეტყვის სიმართლეს ან რომელი ფერი  გვიხდება უფრო მეტად და ასე შემდეგ. ჩამოთვლა საკმოდ შორს წაგვიყვანს. მათ შორის ურთიერთობებსაც ვსწავლობთ ერთმანეთისაგან და გვინდა თუ არა მაინც ისე ხდება, რომ ისე ვექცევით მერე ერთმანეთს, როგორც სხვები გვექცევიან. 



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...