К основному контенту

გიორგობის თვეში

   ისევ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ ოჯახში, სტუმრებთან ერთად, სამსახურში თანამშრომელბი. ისევ ,,გადამრჩენის თვალით" შევყურებთ ამ ვაი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს და გავიძახით:  - გვეშველება რამე?!
  მე, უკვე კარგა ხანია, მაღიზიანებს საუბრები პოლიტიკაზე, ჩვენი ეს, უსასოო მდგომარეობა. ამის წინაც დავწერე აქ, რომ ყოველნაირად ვარიდებ თავს პოლიტიკას. როცა მასზე იწყება საუბარი ვდგები და გავდივარ, სხვა რამის კითხვას ვიწყებ, მოკლედ, როგორც შემიძლია ისე გავრბივარ შექმნილი რეალობიდან. ჯერ ახალი დანიშნულია ხელისუფლება და წინასწარი კომენტარებისაგან თავს ვიკავებ. მინდა ძლიერი, ჭკვიანი პოლიტიკოსებით გამოირჩეოდეს ჩემი ქვეყანა, ასევე ძალიან მინდა განვითარდეს კერძო ბიზნესი და შეიქმნას ბაზარზე დიდი მოთხოვნილება მაღალანაზღაურებად სამსახურებზე, პროფესიონალების და ზოგადად შრომის მოყვარე ადამიანების დასაქმებისა. ვისაც უყვარს მუშაობა, არ წუწუნებს ბევრი საქმის გამო. მონდომებული ადამიანი ყოველთვის შეძლებს გახდეს პროფესიონალი. დღეს თანამშრომელმა მომიყვა მისი მამიდაშვილის შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესო კომპანიაში მუშაობს პარიზში, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სტაჟიორია  600 ექვრო აქვს ანაზღაურება და მე იქვე  წარმოვიდგინე, რომ ჩვენს ქალაქში მსგავსი კომპანია ალბათ არასოდეს შეიქმნება. საფრანგეთის მოდელი დასაქმების მსურველებისთვის მომხიბვლელია, მაგარამ ბიზნესმენისთვის ალბათ ნაკლებად მომგებიანი იქნება. ეს კომპანიაა, რომელიც ფულს იღებს სარეკლამო განცხადებებში, რომელთაც შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის ხალხს, ხოლო იგივე კომპანია, ამ ელექტრონულ მისამართებს, სხვა კომპანიიდან ყიდულობს. მე სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ინფორმაციის ასეთ გაცვლა-გამოვცლაში თუ კარგ ხელფასსაც გადამიხდიდნენ.

     ამ ბოლოს უფრო ხშირად ვწერ ბლოგზე და ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველადაც იქცა. თუმცა დღეს აუცილებლად მინდოდა დამეწერა და აქედან მიმელოცა ჩემი საყვარელი მეგობრისა და ერთგული მკითხველისთვის, ნათიასთვის დაბადების დღე. ნოემბერი ლამაზი თვეა. შოთა ნიშნიანიძის ლექსი მახსენდება ყოველთვის ამ დროს  ,,გიორგობის თვეში გულს გაუდის რეჩხი", ,, გიორგობის თვეში  ნუნუა წვიმს ჩვენში, გინდა იყო იმერეთში გინდა სამოთხეში." ძალიან მიყვარს ნათია და მან ნოემბერიც განსაკუთრებული გახადა ჩემთვის. მიყვარს ამ თვეში დაბადებული ადამიანები. ნიჭიერები და ლამაზები არიან. ჩემს ნაწერებს კი ხშირად ამდიდრებს იუბილარის  სურათები. (http://n-a.artphoto.pro/) რომელთა დიდი თაყვანისცმემელი გახლავართ.
ავტორი ნათია აფხაიძე


ავტორი ნათია აფხაიძე

ავტორი ნათია აფხაიძე
 21 ნოებერი კი ის როცხვია, როცა ყოველთვის ვარ დაკავებული ნათიას დაბადების დღით, განსაკუთრებით მახსოვს  შარშანდელი დადებითი ემოციები, რომელიც აქამდე მომყვა და კიდევ დიდ ხანს გამყვება ჩემი ცხოვრების გზაზე. იმ დღის ზუსტი, დეტალებში გახსენება შემიძლია, რადგან განსაკუთრებით კარგად ვგრძნობდი თავს.

   21 ნოემბერი მთავარანგელოზთა ხსენების დღეა და ჩემს სოფელში პატარა, ძველი მთავარანგელოზთა ტაძრის დალოცვა ხდება, რომ ისევ მოქმედი გახდეს, თუმცა არ ვიცი ბოლოს როდის იყო მოქმედი ან იყო თუ არა საერთოდ. წელს კი მამიდაჩემებმა ერთი,  უფრო მკრეხელური საქციელი ჩაიდინეს, მე კი სახალისოდ ვიდეოზე ვიღებდი, როცა ისინი საყდრის ქვემოთ იდგნენ და ყვირილით თხოვდნენ მთავარანგელოზთა სალოცავს ჩემი ძმიშვილი ამ წელიწადში გაათხოვეო და მერე სიცილით ყვებოდნენ მათ თანატოლს ასე რომ  მიუმართავს და იმ წელიწადს გათხოვდაო  :))))
ახლა ძალიან მრცხვენია ამ ფაქტის გამო.

P.S. ნათიას დაბადების დღე  ვიცი , წელსაც ძალიან ლამაზი დღე იქნება...
გილოცავ :***


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...