К основному контенту

განწყობების ფეიერვერკი

საახალწლო განწყობას ვგრძნობ, ნელ - ნელა  როგორ მიახლოვდება.
 მე კი მეშინია შარშანდელივით არ დამემართოს, ადრე გაღვივებულმა ემოციებმა მალე რომ გამიარა, თუმცა იქ ,,სხვა" მომენტების ბრალიც იყო რაღაცეები, მაგრამ ისე კი მოხდა, რომ ნოემბერის თვეში შექმნილი საახალწლო სურვილები  დეკემბერში ისე მძაფრად აღარ შემრჩა.
  შარშან ნოემბერი  წვიმიანი და ცივი იყო. თოვლიც მოვიდა და ზამთარიც ადრე დადგა, ამიტომ ამან ძალიან იმოქმედა ჩემს სახალწლო განწყობაზე, მგონი მეჩქარებოდა კიდეც ახალი წლის მოსვლა და ამიტომაც მალევე დამეკარგა მერე ის განწყობა. 
 წელს ასეთი გასართობები ვიპოვე. აუცილებლად ვაპირებ გავაკეთო სურათზე მოთავსებული ნაძვის ხე,  ფერად ღილებით მორთული. მანდარინის ვარდებიც არ არის ცუდი იდეა, თუ გამომივიდა.
 ასე რომ,განწყობების გასაღვივებლად, უფრო მომზადებული ვარ და საკუთარი ხელით ნამზადს, იმედი მაქვს, უფრო დამიფასებს  2013.

  



     ადრე ბავშვობაში დეიდაჩემი, დეიდაშვილები, რომელთან ერთადაც ვატარებდი ახალი წლის დღეებს, ღია ბარათებით გვილოცავდნენ მის დადგომას. წელს ვაპირებ გავაცოცხლო ეს კარგა ხნის მივიწყებული იდეა. თუმცა, მაშინ ფოსტას უფრო მეტად გამოიყენებდნე, მე კი მომიწევს საჩუქრის შეკვრაში ჩავდო ბარათი და თავად გადავცე. 

  მაშინ თითქმის ყველას კარზე იყო საფოსტო ყუთი და ყოველ დღე იღებდნენ გაზეთებს. კარგად მახსოვს ჩვენი ქუჩის ფოსტალიონი  სუსტი, მაღალი კაცი იყო, ეროვნებით რუსი, აქცენტით საუბრობდა, კრემისფერი ,,პლაში" ეცვა და დასარიგებელი გაზეთების დასტას ჩვენს სადარბაზოში ტოვებდა, ხოლო თვითონ ახლო - მახლო ურიგებდა ხალხს სხვადასხვა გზავნილებს. შემდეგ ისევ მობრუნდებოდა და წაიღებდა  ბაწრით შეკრულ კომუნისტურ პრესას. მე განსაკუთრებით დამამახსოვრდა იმ გაზეთების სუნი. თვალწინ მიდგას ჩვენი ლურჯი საფოსტო ყუთი და ბაბუაჩემის მიერ გადაკითხული გაზეთის თითმფრინავები. ახლა კი 2012-ის მიჯნიდან ისე შორს ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ისეთი თბილია  მოგონებები, ამიტომ მდიდარი იქნება მხოლოდ ის წელი, რომელიც ბევრ, კარგ მოსაგონარს დაგვიტოვებს!
   


Комментарии

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...