К основному контенту

ის ჩემშია


  დავიღალე და დავიცალე მოგონებებით. ნეტა ადვილი იყოს თქვა: ეს აღარ მინდა და მორჩეს, აღარ გაჩნდეს ის აზრი თავში. ასე განცდების და ემოციების შეცვლა რომ შეიძლებოდეს ან მართვა, ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ ალბათ მაშინ ნამუსიც, ასე მძიმედ აღარ შეგვაწუხებდა. ნამუსი კი ის ქუდია, რომელიც ღმერთმა დაგვახურა და არ დაკარგოთო გაგვაფრთხილა. მე მიყვარს ღმერთი. ის ჩემშია, მინდა მივსდიო მას და არ დავშორდე.
    ეს განცდა, ალბათ მეხმარება, რომ სხვა რელიგიების მიმართაც ვიყო უფრო კეთილგანწყობილი, ჯერ კიდევ პატარა ბავშვებს გვაინტერესებდა ებრაელთა სინაგოგაში შესვლა, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს არის და ჩემი მეზობელი ებრაელი მამაკაცები , პატარა ქუდებით, ყოველ საღამოს დადიოდნენ. მახსოვს ბავშვები ჩავირბენდით, ეზოში შევიდოდით, გარეთ ფანტანზე წყალს დავლევდი შიგნით შესვლას კი ვერ ვბედავდი, სხვები შედიოდნენ მე კი ვერა. რაღაც შიში მქონდა ასე ქურდულად შევპარულიყავი, რომ არ ეყვირათ და გარეთ გამოვეგდე. თუმცა, იქ  ჩვენ არავინ გვიყვიროდა.

     იმაზე კი სულ ვფიქრობ, რომ კომუნისტური ათეიზმის ეპოქაში, როცა ჩვენს ეკლესიებს ბიბლიოთეკისა და საწყობის ფუნქციით  იყენებდნენ, ისინი ინარჩუნებდნენ თავიანთ რელიგიას და თვითმყოფადობას. წლების მანძილზე ვცხოვრობდით გვერდი - გვერდ, მაგარამ საკუთარი ადათი არ დაუვიწყიათ, თავიანთი რჯულის კანონი არ შეუცვლიათ. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავისთვის არ უღალატიათ. ჩვენ კი კარგი მეზობლები და კარგი მეგობრები ვიყავით.
     გასულ წელს ბათუმის ორთა ჯამე მოვინახულე,  მერე მამაომ გამაფრთხილა აღარ შევსულიყავი. თურმე არ შეიძლებოდა. იქ კი მოხუცი ქართველი ბაბუები დაგხვდნენ ეზოში, სკამზე ჩამომსხდარნი გვაკვირდებოდნენ. მეჩეთში შესვლა არ აუკრძალავთ, ოღონდ ფეხზე გაიხადეთო გვითხრეს. რომ შევედით რაც ძალიან მომხვდა თვალში   საათები იყო. ბათუმში ბევრი ქართველია, რომლებიც მუსლიმანები არიან და  ფიქრობენ, რომ ამით თავიანთ ქართველობას არაფერს აკლებენ. თუმცა, ამ მცირე ხნის წინ ერთ ასეთ ქრთველთან, ნაცნობობა რომ მაკავშირებდა, პასუხი აღარ აღმოაჩნდა როცა ვუთხარი: ისლამი ალკოჰოლს კრძალავს, ხოლო მართლმადიდებლობის ერთ - ერთი მთავარი საიდუმლო ღვინით სრულდება მეთქი. დამჩა შთაბეჭდილება, რომ კარგად არც საქართველოს ისტორიას და არც ჩვენს რელიგიას იცნობენ. (მიუხედავად იმისა, რომ ის განათლებული ადამიანი იყო) მაგარამ მათი ბრალი აქ ძალიან ცოტაა, ისინი დღეს მამისა და პაპის კვალს მისდევენ.

   ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის გზის გადმოღმა მყოფ პატარა კაფეში შევედით მე და ნათია, ორი ქალი დაგვხვდა, ისე გაუხარდათ ჩვენი შესვლა, თითქოს გველოდნენ კიდეც. ყავა მოვითხოვეთ, კამფეტებიც მოგვართვეს და კეთილად გაგვიღიმეს, მერე რელიგიაზე ჩამოვარდა საუბარი ჩვენ არ გვკითხოთო გვითხრეს, ჩვენ მუსულმანები ვართო, ახლგაზრდები ბევრი ინათლება კიდეცო , მაგარამ წინა თაობა არ ღალატობს მამა -პაპის სჯულსო.
     ყოველთვის ხალხთმრავლობა იყო ებრაელთა სალოცავის ირგვლივ, დღეს კი თითო-ოროლად დადიან, ისიც საღამოობით, თითქოს მიატოვეს თავიანთი ტაძარი. თუმცა სამაგიეროდ თავიანთ მიწას დაუბრუნდნენ, იქ კი ქართველებათ ითვლებიან.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...