К основному контенту

გადამწყვეტი წამი

      "კარგი ფოტო მონადირე ძაღლივითაა, მდუმარეა და თან მეტყველი!" /ატჯე/   ,,გადამწყვეტი წამი
 ე ვიღებ ფოტოებს და ვცდილობ მთელი სამყარო ჩავატიო მათში.  ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის ფოტოებია, რომელთაც ორ წუთზე მეტი შემიძლია ვუყურო. შემდეგ კი ისევ მივუბრუნდე და ვუმზირო და ვუმზირო. ასეთები ბევრი არაა,არა!" ეს სიტყვები ანრი კარტიე- ბრესონს ეკუთვნის და მათი ამოკითხვა ნათია აფხაიძის ბლოგზეა შესაძლებელი.
        ფოტოგრაფიის სიყვარულმა შექმნა ნათიას  ბლოგი http://fotoinfos.blogspot.com/, სადაც თარგმნის ინგლისური ენიდან მსოფლიო ფოტოგრაფების ესსეებს, ტექსტებს და ინტერვიუებს. ქვეთავებად აქვს არჩეული: თვითმკვლელი ფოტოგრაფები, ავტო-პორტრეტისტი ფოტოგრაფები და ცალკე რუბრიკაა ,,ჩემი საუკეთესო კადრი".  ნათარგმნი საოცრად საინტერსოა, საკმაოდ დიდი ნაშრომია, შეიძლება ითქვას, რომ ერთი სქელყდიანი წიგნი შეივსებოდა. დაახლოებით ასამდე ფოტოგრაფის ბიოგრაფია თუ ინტერვიუ არის მოთავსებული და აქვეა მათი შემოქმედებაც, რაც საბოლოოდ საკმაოდ დიდ ინფორმაციას იძლევა ფოტოგრაფზე მათი ნამუშევრის სპეციფიკაზე, მათ ხედვაზე. იქვე მოყვანილია წყარო საიდანაც ითარგმნა ტექსტი და იხელმძღვანელა ავტორმა. 
      თავად ნათია, როგორც თვითონ უწოდებს თავს, მოყვარულია ფოტოგრაფიის. თუმცა თავადვე თარგმნა ფოტოგრაფ ალფრედ სტიგლიცის ბიოგრაფია, სადც ასეთ სიტყვებს ამბობს: „მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ ძალინ გავრცელებულ გაუგებრობას - ტერმინი „პროფესიონალური გამოიყენება წარმატებული ფოტოების მიმართ, ხოლო ტერმინი  „სამოყვარულო“  წარუმატებლებისადმი, მაგრამ ყველა დიდი ფოტო იქმნება და ყოველთვის იქმნებოდა მათ მიერ, ვინც ფოტოგრაფიას სიყვარულის სახელით მისდევდა და არავითარ შემთხვევაში გამომუშავებისათვის. ტერმინი „მოყვარული“ სწორედ, რომ გულისხმობს ადამიანს, ვინც სიყვარულის სახელით მოქმედებს. ასე რომ, ამ საყოველთაოდ მიღებული კლასიფიკაციის მცდარობა აშკარაა.“/სტიგლიცი/
        უდიდესი სიამოვნება როცა შენი საყვარელი საქმისთვის აკეთებ, იღწვი, დამატებით ეცნობი უამრავ სიახლეს,  რომელიც შემდეგ გეხმარება გაიგო მეტი მის შესახებ და  ისევ მისთვის გამოიყენო. ამით შენი ცოდნაც გაირღმავო, თან გაიგო შენსავით ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანები  როგორ ცხოვრბდნენ, რას იღებდნენ, რას გრძნობდნენ და განიცდიდნენ ამ დროს , როგორ იქმნებოდა მათი საუკეთესო კადრი.
    დოროთეა ლანჟი - "ახალმოსახლე დედა"
      ზოგი ფოტოგრაფის ამბავი ბიოგრაფიით იწყება, ზოგიც კიდევ პირდაპირი თხრობაა ფოტოს გადაღების მომენტისა. რა იგრძნო ავტორმა ან სრულიად შემთხვევით როგორ შეიქმნა ბრწყინვალე კადრი „მე დავინახე და მივუახლოვდი მშიერ, სასოწარკვეთილ დედას. სიტუაციამ მაგნიტივით მიმიზიდა. არ მახსოვს, როგორ ავუხსენი რა მონდოდა ან ფოტოაპარატით რატომ ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს რომ მას ჩემთვის არაფერი უკითხავს. თანდათან მივუახლოვდი  და ხუთი კადრი გადავუღე ერთი და იმავე კუთხიდან. არ მიკითხავს მისი სახელი ან ისტორია. თვითონ მითხრა თავისი ასაკი - ის ოცდათორმეტი წლის იყო!... მიამბო,  რომ თავი ახლომახლო მინდვრებიდან მოზიდული გაყინული ბოსტნეულითა და ბავშვების მოკლული ფრინველებით გაჰქონდათ. ახლაც თავისი ძველი მანქანის საბურავები გაეყიდა საჭმლის სანაცვლოდ. შემდეგ თავის კარავთან ჩამოჯდა და ბავშვები ზედ აეკრნენ. თითქოს იგრძნო, რომ ჩემი  ფოტოები მათ დაეხმარებოდათ და თვითონაც დამეხმარა. იყო რაღაც თანასწორობა ყველაფერ  ამაში.“  ყვება  დოროთეა ლანჟი.   
ალენ ტიგერი: „ხშირად მეკითხებიან, სად ვპოულობ იდეებს ჩემი ნაშრომებისთვის ისთვის ფოტოგრაფია ფსიქოოლოიით დაინტერესების შედეგია. მას არ აკმაყოფილებს სამყაროს ხედვის ამოსაცნობად ფსიქოლოგია ,, დავრწმუნდი, რომ ძირითადი ცნება, რასაც უნდა ჩავწვდომოდი და მიმეღო, იყო ის, რომ ორი რეალობა შეიძლება არსებობდეს ერთდროულად, თანაც ორივე აბსოლუტურად სხვადასხვა, მაგრამ  სიმართლე იყოს." 



 ,,უეცრად გონებაში დაიხატა გამოსახულება, რომელზეც  მოთხილამურე მკერდიდან ეშვებოდა - ეს სწორედ ის იყო, რასაც ვფიქრობდი - სამყარო იმეორებდა თავის ფორმას - სხეული მთას გავდა. ეს ხომ ორი რეალობის თანაარსებობის მაგალითი იყო. ეს სურათი შეიძლებოდა პეიზაჟად აღგექვათ, შეიძლებოდა შიშველ სხეულად და ორივე აღქმა  სწორი იყო. მაშინვე მივხვდი, რომ სურათების მთელი სერია მელოდა ფირზე 
დასაფიქსირებლად."



ინტერვიუში  სტივ მაქქარი აღწერს ფოტოს გადაღების მომენტს.
,,რა არ გაძინებთ ღამე?
იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები ამდენ ტკივილს აყენებენ ერთმანეთს. მახსოვს  ერთი სიტუაცია, რომელიც დღესაც არ მაძლევს მოსვენებას. ავღანეთში სულიერად  დაავადებულთა თავშესაფარში ვიყავი. ეზოში რამდენიმე საავადმყოფოს ბინადარი იყო. ერთ ბიჭს ფეხებზე ჯაჭვი ქონდა შემოხვეული.  სიტუაცია ისეთი პრიმიტიული იყო შუა საუკუნეების ევროპას მოგაგონებდათ.  მე მას რამდენიმე ფოტო გადავუღე და ეზოს სხვა ნაწილში განვაგრძე ხეტიალი. როცა უკან  მივიხედე დავინახე, რომ მას ხელში უზარმაზარი ქვა ეჭირა და გამეტებით ურტყამდა თავში მეორე ავადმყოფს. ჩვენ ბიჭს მივვარდით, იძულებით  მიწაზე დავაწვინეთ და ჰოსპიტალში გავაქანეთ. ეს საშინელი განცდა იყო.
როგორია თქვენი ცხოვრების ფილოსოფია?
მე მთელ ძალისხმევას ვდებ თითოეულ ფოტოში, რომლებიც აღიბეჭდება ადამიანის მეხსიერებაში. ფოტოგრაფია ეს არის ხეტიალი და კვლევა ადამიანური ისტორიებისა, უჩვეულო მომენტებისა, რომლებიც საინტერესო ამბავს ყვებიან ჩვენს პლანეტის ცხოვრებაზე. მე მიყვარს ადამიანების კულტურისა და დღესასწაულების გადმოცემა ჩემი ფოტოგრაფიის საშუალებით და ვფიქრობ,  ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია აჩვენოს ადამიანებს რა ხდება."
უმრავლესად  ეკითხებიან რატომ აირჩიეს მათ ფოტოგრაფია რაზეც ქრისტერ სტრომჰოლმი პასუხობს: ,,უბრალოდ იმიტომ  რომ, ამ გზით შემეძლო ფული მეშოვნა. როცა კისერზე ჩამოკიდებული აპარატით მხედავდნენ, ყველა ხვდებოდა, რომ ფოტოგრაფი ვიყავი. მივხვდი, რომ ჟურნალისტებთან ყოფნაც შანსებს მმატებდა, რადგან მათ ფოტოები ჭირდებოდათ. მეც ვიღებდი სურათებს და თანხასაც იქვე მიხდიდნენ."
  ხოლო ჰიროში ვატანაბესი შემდეგ პასუხს იძლევა: ,,როცა სკოლას ვამთავრებდი, მშობლები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ბევრი  უნდა მემეცადინა და უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მე, კი სწავლა არ მინდოდა. ერთი კარგი მეგობარი მყავდა, რომელსაც მხატვარობა სურდა... და გახდა კიდეც. ჩემზე ამ აზრმა გავლენა მოახდია, მაგრამ ვიცოდი, რომ კარგად ხატვა არ შემეძლო და არც ხელოვნების სხვა დარგებში მქონდა განსაკუთრებული ნიჭი. ამიტომ ვიფიქრე ფოტოგრაფიისთვის მომეკიდა ხელი. ვფიქრობდი, რომ ადვილი და გასართობი საქმე იყო და არც დიდი სწავლა-განათლება ჭირდებოდა. ვიპოვე უნივერსიტეტი ოთხ წლიანი ფოტოგრაფიული კურსით და წარმატებით ჩავაბარე იქ. ამით ჩემი მშობელების მოთხოვნა  და ჩემი ადვილი ცხოვრების სურვილიც დაკმაყოფილდა. მამაჩემმა მიყიდა ჩემი პირველი აპარატი - მინოლტა 35მმ. სარკიანი აპარატი.თავიდან ფოტოგრაფიით დიდად არ ვიყავი დაინტერესებული და კოლეჯის ცხოვრებით ვტკბებოდი, მაგრამ თანდათან ჩემი მიდგომა უფრო სერიოზული გახდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სამსახური აშშ.-ში. მწარმოებელ კომპანიაში ვიშოვე, რომელიც სპეციალიზირებული იყო იაპონური ბაზრისთვის რეკლამების შექმნაში. ვფიქრობდი აქ 1-2 წელი მემუშავა და პარალელურად მეძებნა სამსახური, როგორც ფოტოგრაფს. მაგრამ მაშინ ერთ ფოტოგრაფს შევხვდი, რომელმაც მითხრა რომ რეკლამას და კინოს დიდი პოტენციალი ქონდა , ფოტოგრაფია კი სულს ღაფავდა და მირჩია დავრჩენილიყავი ჩემს სამსახურში. ამ პერიოდში დავქორწინდი და პასუხისმგებლობა მომემატა. ამიტომ სამსახურის მიტოვება აღარ მიფიქრია. ოთხი წლის შემდეგ, კი საკუთარი მწარმოებელი კომპანია დავაარსე. ამ ბიზნესს 15 წელი ვმართავდი, როცა, უეცრად, ერთ დილით, გავიღვიძე და გადავწყვიტე ფოტოგრაფიას დავბრუნებოდი. არ ვიცი, რატომ, მაგრა, მე ასე გადავწყვიტე. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩემი ბიზნენსის პარალელურად ვიღებდი ფოტოებს. ასე შევქმენი ჩემი პირველი პორტფოლიო კომერციულ საქმიანობებს შორის გადაღებული სურათებით. მოგვიანებით, კი დავხურე ბიზნესი და გავხდი სრულგანაკვეთიანი ფოტოგრაფი. ამის შემდეგ ათმა წელმა გაიარა და მე ისევ ფოტოგრაფი ვარ."
სეიდუ კეიტა
     სეიდუ კეიტა ამბობს: ,,მე თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ და ამ საქმიანობას 1945 წლიდან მივდევ. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ჩემმა ერთ-ერთმა   ბიძამ 6X9 ფორმატიანი ფოტოაპარატი ჩამომიტანა სენეგალიდან. ფირების საყიდ ფულსაც ის მაძლევდა. ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ, მთელი არსებით შევუდექი  ამ პროფესიის შესწავლას - მე შეყვარებული ვიყავი ფოტოგრაფიაზე!" თავისი ფოტოების ფონად მისი საწოლის საფარს იყენებდა რის მიხედვით შეძლო ფოტოების გადაღების თარიღი დაედგინა.
ანტუან დაგატა
   აქვე გვაცნობს ანტუან დაგატას შემოქმედებას, რომელიც ცდილობს დაიჭიროს ,,ყოფიერება, რისკი, სურვილი, არაცნობიერი თუ შანსი და ყველა მათგანი მნიშვნელოვანი ელემენტია." წინასწარ არ იცის რას გადაიღებს, ფოტოს იღებს შემთხვევით თუმცა იდეა ყოველთვის არის უცვლელეი ,,ქუჩა, შიში, წყვდიადი და სექსუალური აქტი... რომ არაფერი ვთქვათ არსებობის მარტივ სურვილიზე." 

  სიკვდილის შემდგომი ფოტოგრაფია. ახალი თავია ნათიას ბლოგზე. ,,სიკვდილი ვიქტორიანულ ინგლისში დიდი  და რთული ბიზნესი იყო. ის უამრავი სოციალური წესის დაცვას მოითხოვდა, მაგალითად, გლოვის სხვადასხვა საფეხურს განსხვავებული ფერის ტანისამოსი შეესაბამებოდა. სწორედ  ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ჩვენთვის ძალიან უცნაურ ტრადიციასაც - მიცვალებულებისთვის ფოტოს გადაღებას." იმ დროისათვის დიდი იყო სიკვდილიანობა ბავშვებში, და რადგან ფოტოს გადაღება არ იყო მარტივი ამიტომ მშობლებს სიცოცხლეში შვილების ფოტები არ ქონდათ და გარდაცვალების შემდეგ უღებდნენ .თავადაც იღებდნენ 


გარდაცვლილ შვილებთან ერთად .


   უზომოდ საინტერესოა ავტო- პორტრეტისტები , რომლებიც უღებენ თავიანთ თავს , მაგარამ ქმნიან სხვადასხვა ტიპის ადამიანებს.


პიერ ბეტელი




პიერ ბეტელი
   გარდა პიერ ბეტელისა საკუთარი თავისკენ მიმართა აპარატი  სინდი შერმანმაც და ქალის სხვადასხვა ხასიათი შექმნა. მისი ფოტოების ფასი 50.000$ აღწევდა. 1989 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მისი „უსათაურო ფილმის კადრები“ ერთ მილიონ დოლარად შეისყიდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი სერიის ერთი ფოტო 190.000 დოლარად გაყიდა.






   ძალიან ლამაზია მარიელ ამელის ავტო - პორტრეტები.




    ცალკე თავია ,,ცნობილი ფოტოგრაფები საქართველოში" სადაც გვიყვება ანრი კარტიე-ბრესონის და მისი მეუღლის მაგნუმელ ფოტოგრაფის  მარტინ ფრანკის შესახებ, რომელთან ერთადაც იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში და გადაიღეს მათი დროის საქართველო.  ნათია აქ არ ჩერდება, ძებნას აგრძელებს იმ ფოტოგრაფებისა, რომელთა  შემოქმედებაში საქართველოს ფოტოებიც მოიპოვება.

ვიტორიო სელა 1886 წელი
ვიტორიო სელა 1886 წელი
ვიტორიო სელა 1886 წელი


   
ანრი კარტიე-ბრესონი-1972 წელი

ანრი კარტიე-ბრესონი-1972 წელი







ანრი კარტიე-ბრესონი-1972 წელი
რობერტ კაპა
რობერტ კაპა

რობერტ კაპა








  
  ,,ჩემი საუკეთესო კადრი" კი ნამდვილად განსაკუთრებული ნაწილია ამ ბლოგისა, სადაც ფოტოგრაფები, მთელი თავიანთი შემოქმედებიდან, გამოარჩევენ მხოლოდ ერთ ფოტოს და აღწერენ კადრის გადაღების მომენტის მთელ ისტორიას, თავისი შეგრძნებებითა და განცდებით.


















    ,,ამ ფოტოზე მთელი ის ტერიტორია ჩანს, ტემპერეტურასაც კი იგრძნობთ, დაინახავთ გრაფიტის და შეგიძლიათ სიტუაციის მთელ არსს ჩაწვდეთ. ის თითქოს დაუცველია, მაგრამ ამავე დროს ძალიან სექსუალური დაბუნებრივია. მისი ტანგა ჩამოცურებულია. მომწონს მისი გამომეტყველება და დგომის მანერა - ცხენივით დგას." გვიყვება კაცუ ნაიტო თავის საუკეთესო კადრზე.




 ,,ეს ფოტო 1962 წელს, ფილმის   „Jules et Jim“  დადგმისას გადავიღე. სცენარის თანახმად ეს იყო ძველი ფრანგული ბოქსის სტილის მატჩი ჯულსა და ჯიმს შორის. შესვენებაზე ვიღაცამ რადიო ჩართო, სადაც შტრაუსის ვალსს უკრავდნენ. მსახიობებმა, ოსკარ ვერნერმა და ჰენრი სერემ ორთაბრძოლა ძველ ფრანგულ სოფლის ცეკვაში გადაზარდეს.  აშკარად კარგი კადრის გადაღების შანსი გაჩნდა. მარჯვნივ, იატაკზე მიგდებული ბოქსის ხელთათმანი, ჩავთვალე, რომ კარგად ითამაშებდა და კადრიც შესაბამისად ავაწყვე.

ასეთი ტიპის ფოტოებს ვერ აკონტროლებ, რა თქმა უნდა. მზად უნდა იყო, თანამონაწილე უნდა გახდე, რადგან  სანამ ტვინი თითს უკარნახებს ღილაკს დააჭიროს, მომენტი ჩაივლის. მომწონს მათი მოძრაობის ბალანსი. კონტაქტზე სხვა კადრებიც არის, მაგრამ ეს საუკეთესოა." გვიყვება რეიმონდ კოუჩეტერი.


  დიახ ეს საუკეთესოა, როცა დაინახავ, შეიგრძნობ და წაიკითხავ თითოეული ფოტოგრაფის ბიოგრაფიას, ესსეს, ინტერვიუს სამყაროს უკეთ ამოსაცნობად.  ფოტოგრაფიის საიდუმლოც ხომ ეს არის, სამყაროს უკეთ ამოცნობა. ეს ბლოგი კი კარს გიღებს ამ, იდუმალ სამყაროში.





Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ