К основному контенту

ტარხუნის პეროგი

    ტარხუნის პეროგი  ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მიყვარს ის, ნაზი გემო, რასაც მას ტარხუნა სძენს, ასე რომ, ეს კერძი მათვისაა ვისაც უყვარს ტარხუნის გემო და არომატი.

 მასალად საჭიროა : 
ერთი კონა ტარხუნა,
4,5 თავი ხახვი,
8 ცალი კვერცხი,
200 გრამი ყველი,
ფენოვანი ცომი , 
ცომი შესაძლოა ვიყიდოთ მზა ფენოვანი  ან თავად მოვამზადოთ.
ასევე კარგია ნახევრად ფენოვანი ცომი, რომელსაც პირადად მე ვანიჭებ უპირატესობას , ფენოვან ცომთან შედარებით და მას შემდეგნაირად ვამზადებ, ჩვენი პეროგისთვის საკმარისი იქნება ნახევრი კილო ფქვილი, რომელსაც დავუმატებთ მარილს, შაქარს (გემოვნებით) და 10 გრამ დროჟს, ცომს კარგად მოვზელთ თბილ წყალში და როცა ამოვა გავაბრტყელებთ და გადავუსმევთ ერბოს ,,ონა". გადაკეცილს გავაჩერებთ 20 წუთი, შემდეგ გავყოფთ ნაწილებად. 

 მომზადებს წესი 

     მოვხაშოთ 7კვერცხი და დავჭრათ, ასევე დავჭრათ ხახვი, ტარხუნა, ხოლო ყველი გავხეხოთ. ამ პერიოდში ჩავრთოთ ღუმელი, რომ მოასწროს  180 გრადუსზე გაცხელება ავიღოთ ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და დავდოთ ნელ-თბილ ჟარონაზე, (გამოგვადგება აჩმის ჟარონაც) ზემოდან მოვალაგოთ უკვე დაჭრლი და მომზადებული მასალა, ცომის მეორე ნაწილი დავაფაროთ თავზე, გვერდები კარგად ამოვუკეცოთ და გადავუსვათ ათქვეფლი კვერცხი, რომელშიც შევურევთ ცოტა ზეთს, რაც პეროგს შესძენს ბზინვარებას. მიღებული ეს მასა  დავჭრათ და ღუმელში გავაჩეროთ 30 წუთი.
 ცხვება 180 გრადუსზე.
 Bon Appetit 

















Комментарии

  1. მნიამ მნიამ რა გემრიელობაა :)

    ყველი ...... ნამდვილი იმერული..... ფუფუნებაა. :*

    გემრიელი ხელი გაქვს, ირი. ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება!

    ОтветитьУдалить
  2. მადლობა თინი , ისე მიყვარს მზარეულობა

    ОтветитьУдалить
  3. irii sheni gaketebulebi xo ici rogor megemrielba <3 magram xo ici ro tarxuna ar miyvars :D iseti gaakete mec ro shegichamo :D :D :D

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.     მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.   მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა:  კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა,  შოკოლადი . მომზადების წესი:     ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...