ტარხუნის პეროგი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მიყვარს ის, ნაზი გემო, რასაც მას ტარხუნა სძენს, ასე რომ, ეს კერძი მათვისაა ვისაც უყვარს ტარხუნის გემო და არომატი.
მასალად საჭიროა :
ერთი კონა ტარხუნა,
4,5 თავი ხახვი,
8 ცალი კვერცხი,
მომზადებს წესი
Bon Appetit
მასალად საჭიროა :
ერთი კონა ტარხუნა,
4,5 თავი ხახვი,
8 ცალი კვერცხი,
200 გრამი ყველი,
ფენოვანი ცომი ,
ცომი შესაძლოა ვიყიდოთ მზა ფენოვანი ან თავად მოვამზადოთ.
ასევე კარგია ნახევრად ფენოვანი ცომი, რომელსაც პირადად მე ვანიჭებ უპირატესობას , ფენოვან ცომთან შედარებით და მას შემდეგნაირად ვამზადებ, ჩვენი პეროგისთვის საკმარისი იქნება ნახევრი კილო ფქვილი, რომელსაც დავუმატებთ მარილს, შაქარს (გემოვნებით) და 10 გრამ დროჟს, ცომს კარგად მოვზელთ თბილ წყალში და როცა ამოვა გავაბრტყელებთ და გადავუსმევთ ერბოს ,,ონა". გადაკეცილს გავაჩერებთ 20 წუთი, შემდეგ გავყოფთ ნაწილებად.
მომზადებს წესი
მოვხაშოთ 7კვერცხი და დავჭრათ, ასევე დავჭრათ ხახვი, ტარხუნა, ხოლო ყველი გავხეხოთ. ამ პერიოდში ჩავრთოთ ღუმელი, რომ მოასწროს 180 გრადუსზე გაცხელება ავიღოთ ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და დავდოთ ნელ-თბილ ჟარონაზე, (გამოგვადგება აჩმის ჟარონაც) ზემოდან მოვალაგოთ უკვე დაჭრლი და მომზადებული მასალა, ცომის მეორე ნაწილი დავაფაროთ თავზე, გვერდები კარგად ამოვუკეცოთ და გადავუსვათ ათქვეფლი კვერცხი, რომელშიც შევურევთ ცოტა ზეთს, რაც პეროგს შესძენს ბზინვარებას. მიღებული ეს მასა დავჭრათ და ღუმელში გავაჩეროთ 30 წუთი.
ცხვება 180 გრადუსზე.Bon Appetit
მნიამ მნიამ რა გემრიელობაა :)
ОтветитьУдалитьყველი ...... ნამდვილი იმერული..... ფუფუნებაა. :*
გემრიელი ხელი გაქვს, ირი. ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება!
მადლობა თინი , ისე მიყვარს მზარეულობა
ОтветитьУдалитьgemrili chans dzlian.
ОтветитьУдалитьirii sheni gaketebulebi xo ici rogor megemrielba <3 magram xo ici ro tarxuna ar miyvars :D iseti gaakete mec ro shegichamo :D :D :D
ОтветитьУдалить