К основному контенту

ნოემბრის დასასრული და ლენონის მუსიკის თანხლებით გასული დღე

    ,,ჯონს უყვარს იოკო,  იოკოს უყვარს ჯონი." 
  ჯონ ლენონის და ამ იაპონელი იოკო ონოს სიყვარულის ამბავი იცის მთელმა მსოფლიომ,  ეს წარწერა კი საწოლის თავზე ჰქონდათ გაკრული.



   რაღაც ხიბლში აღმოვჩნდი დღეს სიყვარულის, გრძნობის ხიბლში, რომელიც არ არის დამოკიდებული გონებაზე, სადაც ირიცხება აზროვნება და არსებობს მარტო გრძნობა, გულის კარნახი, მიზიდულობის ძალა, სურვილი და არავითარი სხვა, სხისი აზრი თუ საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები. ამ გრძნობის მჯერა მაშინ, როცა არაფერს  არ ემორჩილება, იცის  რომ სურს ის და არავინ სხვა. 
   ხო კიდე, იოკო 7 წლით უფროსი ყოფილა ჯონ ლენონზე, ქართველი კაცის  გადასახედიდან ჯონს უარი რომ ეთქვა ასეთ დიდი ბედნიერებაზე, იმის გამო, რომ ის 7 წლით უფროსს ქალს ცოლად ვერ მოიყვანდა :D
   თუმცა, ამ ზაფხულზე მოკლული 23 ქალის ამბავი, ხომ  საშინელებაა, სერიულ მკვლელობას გავდა ეს ყველაფერი, ერთმანეთის მიყოლებით და მთელი საქართველოს მაშტაბით, ლიხს აქეთ და ლიხს იქით, ქალაქში თუ სოფელში, მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მკვლელობამ, კარგად აჩვენა ჩვენი საზოგადოების სავალალო მგომარეობა, აზროვნების კრახი, როგორ არა აქვს ქალს საკუთარი არჩევანის უფლება, ხოლო ხმის ამოღებისთვის ერთი ფაქტი კი არა  23 მსხვერპლი ყოფილა საჭირო. 

  ჩემი საყვარელი თვის დასასრული ამ მუსიკით გავილამაზე, იმედია განსაკუთრებული,  ლამაზი  ზამთარი დადგება ყველასთვის და დათბება გულის ფსკერზე. 
გვეცხოვროს სიყვარულით და სიყვარულისთვის. 




Комментарии

  1. "დათბება გულის ფსკერზე." რა კარგად თქვი!

    კარგი ზამთარი გვქონოდეს. :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ხო, აი ეს როგორ მომეწონა მეც...:)
      ლამაზი პოსტი იყო.

      Удалить
  2. ნამდვილად თინი , კარგი და თბილი ზამთარი :)

    ОтветитьУдалить
  3. ირიი, როგორც ყოველთვის განსხვავებული და თბილი პოსტები შენი :*

    ვიმედოვნებ მართლას დათბება გულის ფსკერზე :*

    ОтветитьУдалить
  4. ვორდპრესზე რომ გადმობარგდე პოსტებითურთ არ ჯობია? :) უფრო მეტად გადევნებდი თვალყურს :)
    პ.ს. მშვენიერი პოსტი იყო :)

    ОтветитьУдалить
  5. მადლობა მარიკუნა , მიხარია რომ მოგეწონა :) გადმობარგებაზე აბა რა გითხრა :)

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...