К основному контенту

პარალელები

    ზოგჯერ რთულდება ყველაფერი, ზოგჯერ არც ისე,  ხან კი, სრულიად უმიზეზოდ, მგონია,  რომ ყველაფერი გადასარევადაა.

   დიდ ხანს ვიკავებდი თავს, თითქოს არ მინდოდა მეთქვა, რომ ზაფხული არ მიყვარს, ყველაზე ,,მშრალი" პერიოდია ჩემთვის. როცა, გამოწურული ლიმონივით ვგრძნობ თავს.
 ვერც ვერაფერზე ვფიქრობ. გამომშრალი ვარ. თითქოს მზემ ამოაშრო ცხოვრების ენერგიაც, რიტმიც, ხალისიც, ვიწყენ.

  დღეს შემთხვევით წავაწყდი  2007 წლის ჩანაწერს, სადაც ზუსტად  იგივე ემოცია მაქვს, რაც ახლა ,  ასე იწყება:
    2007 წლის 9 ივლისია, ხუთის ოცი წუთია, ზაფხულის ცხელი დღეებთან შედარებით დაბალი ტემპერატურაა, ამიტომ ძალიან არ ცხელა. ამინდზე არ ვწუწუნებ.
   ღია ფანჯრიდან ქალაქის გუგუნი ისმის, ფარდის ჩრდილი მთელ საწოლს ეცემა. დასასვენებლად წასვლას არ ვგეგმავ, კვლავ მარტოობა მაწუხებს და იმედებს სადღაც ,  ქარში ვერეკები.
  დღები ძალიან გვანან ერთმანეთს, დრო მენანება, სიახლეს ველი, თითქოს ყოველ წუთს და ყოველ წამს შეიძლება ჩემი ცხოვრება შეცვალოს.
დარდების შემოტევას ასე ვუმკლავდები.
   მეგობრები უცხო ქვეყნებში გაიხიზნენ და უკან ვეღარ ბრუნდებიან საზღვარგარეთის წესები, იქ შეძენილი ხასიათები, კულტურა თუ უბრალოდ თვისებები უკან დაბრუნების ნებას აღარ აძლევთ. იქ, ცხოვრების სხვა ფერხულში ჩაებნენ და ყოველდღიურობის მსგავსებას და მომლოდინე წუთებს ვეღარ უბრუნდებიან.
    თეატრის სალაროს ერთი საათით ადრე მივადექით, ვიდრე სპექტაკლი დაიწყებოდა, ბილეთები სულ ზედა იარუსზე გვერგო, მთელი ოთხი სართულით ზემოდან ვადევნებთ თვალს თავისუფლების თეატრის სპექტაკლს ,,ბინა ყიფშიძის ქუჩაზე" და მკაცრად ვთოხვ საკუთარ თავს, რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდე კომპლექსებისაგან, რაც შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილებები მივიღო, ყველაფერზე ცხოვრებაში.
   მესამე იარუსზე ჭაღის პირდაპირ ვზივარ და ვადევნებ თვალს მსახიობების თამაშს, მათ არტისტიზმს ხანაც გულიანს, ხანაც ალბათ უგულოდ უგულოდ შესრულებულ როლს. მახსენდება, სიტყვების ავტორი არ მახსოვს : ,, თეატრი ერთად ერთი ადგილია, სადაც ღარიბები ზემოდან დაჰყურებენ მდიდრებს."
    კმაყოფილი ვრჩები, რაღაცით სავსე ვტოვებ დარბაზს. თეატრი ოჯახური სითბოს და მყუდროების საჭიროებაზეა. სიყვარული და მოფერება უნდა ოჯახის ყველა წევრს.

   აი ეს ტექსტი აღმოვაჩნე და მივხვდი, რომ საოცრად ვტკეპნი ერთსა და იმავე დღეებს, ადგილებს, მომენტებს წლების  მანძილზე. 
 მეგობრებიდან ზოგი დაბრუნდა, თუმცა ერთმანეთთან ურთიერთბაში ვხვდები, რომ რაღაც დრო გამოვტოვეთ, სიმარტოვეს ისევ ვებრძვი. კომპლექსებიდან ზოგი დავძლიე, ზოგს ახლაც ვერძვი. სწრაფ გადაწყვეტილებებს ახლაც ვერ ვიღებ. 
  იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულის ცხელი დღეები აუცილებლად უნდა გაატარო სადმე სხვაგან, თუნდაც სოფელში, ოღონდ კარგ ადგილას. რომ იყოს შესაძლებელი ორი თვით ავიბარგებოდი, ივლისს და აგვისტოს სახლიდან შორს გავატარებდი. 

  კიდე , ამ ზაფხულზე რატომღაც  რიჟა და ჭორფლიანი ბიჭები მომწონს. მაგალითად ასეთი :)


 
Sam Worthington

Комментарии

  1. იროო ჩემი იროო :* :* :*

    ОтветитьУдалить
  2. რა გადასარევი, პერსონალური პოსტია, გულწრფელი... რომ იცოდე, ძალიან რომანტიკული და მიმზიდველია ახალგაზრდა პროფესიონალი ქალის ცხოვრების ეს ეპიზოდი... ზაფხული, ფიქრები, შენელებული რიტმი... მერე რომ გაგახსენდება, თავს როგორ გრძნობდი და რა ვითარებაში იყავი, თითქოს მოგენატრებასავით... "სექსი დიდ ქალაქში" სერიალმა ახალ დონეზე აიყვანა მარტოხელა ქალის როლი და პოზიცია. წარმოაჩინა ის, როგორც რაღაც მიმზიდველის მანიფესტი. რასაკვირველია, იქ ბევრ რამეს ვერ დაეთანხმები, მაგრამ ძალიან კი გაარომანტიკულა გასათხოვარი ქალის ცხოვრება და მისი საინტერესო მხარეები წინ წამოწია.

    ОтветитьУдалить
  3. და საოცრად პოზიტიური კომენტარია :) ძალიან კარგად დაწერილი ,,გაკრეჭილი" ვკითხულობდი :)

    ОтветитьУдалить
  4. :) :)

    შენი ნებართვით, გაგაცნობ დელფინას :) მას შვებულების საინტერესოდ გატარება უნდა... ზაფხულია. ქალაქი დაცარიელებულია. მარტო დადის ქანდაკებებიან მოედნებზე. ხვდება ხალხს სხვადასხვა სიტუაციებში, მაგრამ თავს ყოველთვის კარგად არ გრძნობს... "ის" მისთვის არაა, მარტო ტელეფონით აქვთ კონტაქტი... დანარჩენი ნახე. გპირდები, რომ ძალიან მოგეწონება! :)

    (რეჟისორი ერიკ რომერი)

    http://www.imovies.ge/movies/35794

    ОтветитьУдалить
  5. იფ, რა კარგი იქნება , სიამოვნებით ვნახავ, მადლობა თინათინ :*

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...