К основному контенту

გულის ხმა

   ჩემი ნოემბერი როგორია იცით? ძალიან თბილი, ცხელი ქაფქა ყავით და  ლიმონიანი ჩაით გაჯერებული,  შებინდებისას ბევრი სეირნობებით სავსე, ფეხებში გამხმარი, ფერადი  ფოთლების ხრაშუნით.

   აღარ ვაგრძელებ კამათს, აღარ მაინტერესებს რას ამბობენ ან რას იტყვიან, ვდგები და მივდივარ.
    მიყვარს ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილებები და არავინ თქვას რომ ნაუცბათევია, მე ვფირობ, რომ პირიქით, ბევრი ფიქრის შედეგია, როცა ფიქრობ ეს გზა აირჩიო თუ ის გზა. მერე ფიქრი გბეზრდება, თუ თავი გტკივდება ან ხვდები, რომ მაინც ვერ გადაწყვეტ რომელი? დგები და მიდიხარ იქ, საითკენაც გული უფრო გექაჩება. გულის ხმა ყველაზე კარგი ხმაა ალბათ, საკუთარ თავთანაც გამართლებული, გავყევი გულის ხმას? ყოველთვის არა და  დავრჩი გულდაწყვეტილი.

  
   იცით რაზე ვფიქრობდი დღეს? რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამქვეყნად უსიყვარულოდ , ნეტა ბევრი თუ ცოტა ? თუ არავინ ?  მგონი არავინ. თუმცა, ვიღაც ხომ მაინც უყვართ, ადამიანი ან თავის კატა ან ძაღლი , რა ვიცი ვიღაც ხომ უყვართ!
   რა მნიშვნელობა აქვს სხვას ვინ უყვარს, თუმცა დღეს ვფიქრობდი ერთ  ქალზე, რომელიც სამსახურში რაღაცას გვეჩხუბებოდა,  ადამინს, რომელსაც ვიღაც უყვარს ასე არ მოიქცევა -თქო. ამაში დარწმუნებული ვარ. ასე კი უამრავი ადამიანი ჩხუბობს  და იმდენად არა ესთეტიურად იქცევა, გვერდიდან რომ უყურებდეს მის თავს ალბათ ზიზღს იგრძნობს საკუთარი თავისადმი. ძალიან ვფილოსოფოსობ?  არა, ასე არ მინდა, უბრალოდ ვფიქრობ ადამიანი, რომელიც თავშეკავებულია, აკონტროლებს საკუთარ ემოციებს, მოთმინების ანუ დათმენის უნარი გააჩნია, ის განსაკუთრებული ხასიათის მატარებელია. 

Комментарии

  1. <3 ველოდები შემოდგომას.

    ალბათ შენც, და შენს ყვითელ შარფს გადმოიღებ გარდერობიდან.

    ადამიანებს მოთმინების უნარის გამოსამუშავებლად დიდი ხანი გვჭირდება, ხანდახან გვავიწყდება, რომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ, ამას ემატება ჩვენი ემოციურობა და ა.შ. :) მეც ასეთი ფიქრები მიჩნდება ხოლმე შენი აღწერილი სიტუაციის დროს. :) :)

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...