К основному контенту

ოღონდ შეგეძლოს!




    ღმერთო, რომ შემეძლოს,  ამ გაუსაძლის სიჩუმეს რა დიდი სიამოვნებით დავარღვევდი, დავშლიდი სულ ნაკუწ -ნაკუწ, ვერავის რომ ვეღარ აეკინძა და შევმალავდი სადღაც სიბნელეში, სამუდამოდ,  რომ ვერ ეპოვათ.

   თითის წვერებზე ვიწევი, მაღალზე შემოდგმულ ჩაის ფერს ვწვდები, პატარა ჩაიდანსაც, მის  დასაყენებლად და რამდენიმე წუთის შემდეგ  ბერგამოტის არომატით ივსება ცარიელი ოთახი.

ცოტა გავცივდი.
 დავჯექი,  დავლაგ - დავწყნარდ-დავშოშმინდი.
 მეგონა.
ცოტა ხანიც და ისევ წამოვიდა ფიქრები, არეულ- დარეული,
 მოწყენილ - გამოუსედაგარი  დღეების, შიში შეეპარა ყველაფერს.
  
   ხვალ რაღაც გვიან იქნება,  დღეს კი ვერ დავარღვიე აუტანელი სიჩუმე, სიტყვის მოლოდინში გავირინდე და ამ სიჩუმემ მთელ სხეულზე სიცივე მაგრძნობინა, გამაცია.
 სიტყვები ყელში მობჯენილი უკან გადამაქვს და ბურთებს ვეთამაშები,  ჩემს სასულეში გადაცდენილს .  დაავადდი.
 
  დავდივარ ასე ქუჩებში, გადასასვლელებზე,  მოსახვევებში  დაღლილი სიჩუმით, ხმაურისა და სიტყვის მოლოდინში.

სიტყვის,  რომელიც ასე სანატრელია.

     ზოგჯერ გირჩევნია მიხვდე, რომ რაღაც დააშავე და თქვა, ოღონდ სიტყვის თქმა შეგეძლოს!
  შიგნით ჩაგროვილი სათქმელის ამოთქმა შეგეძლოს!
  გათავისუფლება, დაცლა შეგეძლოს !
 ოღნდ შეგეძლოს!
ან შენ ან სხვას .

 

Комментарии

  1. მეც მიყვარს სიჩუმე და ხშირად მჭირდება კიდეც.

    კი, ხანდახან აუტანელია, მაგრამ მაინც.

    მეც ვუსმენ, ვუსმენ ამ სიჩუმეს და ხშირად ვპოულობ ტკივილის მიზეზს.

    <3

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. Swori xar tini,tumca zogjer ise ginda tkva ,yelshi gebjineba satkmeli, tumca uamravi mizexis gami sityvasac ver ambob.

      Удалить
  2. სიჩუმე, სიწყნარე, ისეთი კარგია ხოლმე, გავირინდები ამ სიჩუმეში და თითქოს ფიქრების ხმაურსაც ვერიდები...

    მაგრამ გეთანხმები ირო, ხანდანხან ყელში გებჯინება სათქმელი გინდა ხმამაღლა თქვა მაგრამ გარკვეული მიზეზების და გამო ისევ სიჩუმეს ეფარები... მეც მქონია ეგ მომენტები :)

    ОтветитьУдалить
  3. ზოგჯერ ასეცაა ხატი , გგონია რომ სათქმელი გაქვს და არ შეგიძლია

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...