ღმერთო, რომ შემეძლოს, ამ გაუსაძლის სიჩუმეს რა დიდი სიამოვნებით დავარღვევდი, დავშლიდი სულ ნაკუწ -ნაკუწ, ვერავის რომ ვეღარ აეკინძა და შევმალავდი სადღაც სიბნელეში, სამუდამოდ, რომ ვერ ეპოვათ.
თითის წვერებზე ვიწევი, მაღალზე შემოდგმულ ჩაის ფერს ვწვდები, პატარა ჩაიდანსაც, მის დასაყენებლად და რამდენიმე წუთის შემდეგ ბერგამოტის არომატით ივსება ცარიელი ოთახი.
ცოტა გავცივდი.
დავჯექი, დავლაგ - დავწყნარდ-დავშოშმინდი.
მეგონა.
ცოტა ხანიც და ისევ წამოვიდა ფიქრები, არეულ- დარეული,
მოწყენილ - გამოუსედაგარი დღეების, შიში შეეპარა ყველაფერს.
ხვალ რაღაც გვიან იქნება, დღეს კი ვერ დავარღვიე აუტანელი სიჩუმე, სიტყვის მოლოდინში გავირინდე და ამ სიჩუმემ მთელ სხეულზე სიცივე მაგრძნობინა, გამაცია.
სიტყვები ყელში მობჯენილი უკან გადამაქვს და ბურთებს ვეთამაშები, ჩემს სასულეში გადაცდენილს . დაავადდი.
დავდივარ ასე ქუჩებში, გადასასვლელებზე, მოსახვევებში დაღლილი სიჩუმით, ხმაურისა და სიტყვის მოლოდინში.
სიტყვის, რომელიც ასე სანატრელია.
ზოგჯერ გირჩევნია მიხვდე, რომ რაღაც დააშავე და თქვა, ოღონდ სიტყვის თქმა შეგეძლოს!
შიგნით ჩაგროვილი სათქმელის ამოთქმა შეგეძლოს!
გათავისუფლება, დაცლა შეგეძლოს !
ოღნდ შეგეძლოს!
ან შენ ან სხვას .
მეც მიყვარს სიჩუმე და ხშირად მჭირდება კიდეც.
ОтветитьУдалитьკი, ხანდახან აუტანელია, მაგრამ მაინც.
მეც ვუსმენ, ვუსმენ ამ სიჩუმეს და ხშირად ვპოულობ ტკივილის მიზეზს.
<3
Swori xar tini,tumca zogjer ise ginda tkva ,yelshi gebjineba satkmeli, tumca uamravi mizexis gami sityvasac ver ambob.
Удалитьსიჩუმე, სიწყნარე, ისეთი კარგია ხოლმე, გავირინდები ამ სიჩუმეში და თითქოს ფიქრების ხმაურსაც ვერიდები...
ОтветитьУдалитьმაგრამ გეთანხმები ირო, ხანდანხან ყელში გებჯინება სათქმელი გინდა ხმამაღლა თქვა მაგრამ გარკვეული მიზეზების და გამო ისევ სიჩუმეს ეფარები... მეც მქონია ეგ მომენტები :)
ზოგჯერ ასეცაა ხატი , გგონია რომ სათქმელი გაქვს და არ შეგიძლია
ОтветитьУдалить