К основному контенту

საოცნებო იდეები

    უკვე თითქმის გადაწყდა. საპარლამენტო ქალაქი ქუთაისი აღარ იქნება, ისევ უკან აბრუნებენ პარლამენტს. მისი შემადგენლობისათვის რთული აღმოჩნდა ორ ქალაქს შორის გაბმული ყოფნა, გარდა ამისა, მთავრობა და სამინისტროები, რადგან კვლავ რჩება დედაქალაქში, ამიტომაც  უაზრობად ეჩვენებათ პარლამენტის სხვა ქალაქში მუშაობა .
     ჩვენს ქალაქს კი დარჩა საპარლამენტო შენობა, ესპანელი არქიტექტორის, ალბერტო დომინგო კაბესოს  მიერ აგებული 


   შენობა, რომლის  აშენებასაც  შეეწირა დედა–შვილის სიცოცხლე, რომლებიც მემორიალის დემონტაჟის დროს ასხლეტილა ქვამ იმსხვერპლა და დიდების მემორიალი. 
    ადამინის სიცოცხლესთან, მემორიალი რაღა სახსენებელია, თუმცა გამოჩენილი მოქადაკის, მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევარი, ფაშიზმის დამარცხებაზე მიძღვნილი ძეგლი გახლდათ. ბევრი ადამიანისათვის ის, ომის გმირებისა და ბოროტების დამარცხებას ნიშნავდა, ზოგისთვის ადგილს, სადაც საქორწილო ფოტოალბომისათვის   სურათებს იღებდნენ. მახსოვს, ბატონი მერაბი, მაშინ საინფორმაციო გამოშვებების ინტერვიუებში, გულდაწყვეტით საუბრობდა ამ დემონტაჟის  შესახებ.


  
   ახალი შენობა კი არ ვიცი, რამდენად გამოდგება მექორწინეებისათვის სურათების გადასაღებად,  ხოლო  სხვა,  რა ფუნქციას შემატებენ ჯერ მაგაზე არ საუბრობენ.
   წინა ხელისუფლებას კი ამოძრავებდა შემდგეგი მიზანი: სურდა პარლამენტის აქ გადმოტანით, ფუნქცია მიენიჭებიათ  ქალაქისათვის და მისი ცხოვრება გამოეცოცხლებიათ. მაგალითისთვის სხა ქვეყნების ანალოგებს იღებდნენ .
   ახალ ხელისუფლებასაც აქვს თავისი იდეები და გვპირდებიან, რომ ,,ისე" არ დაგვტოვებენ. ერთი საინტერესო იდეა კი, ქუთაისის საპორტო ქალაქად გარდაქმნაა, რომელიც ,, ოცნების" წევრს ომარ ნიშნიანიძეს ეკუთვნის.  ვარციხეში რიონის აუზის გაღრმავება, სადაც შემოეტევა გემი და ქალაქიც გარდაიქმნება საპორტო  ქალაქად.  

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...

გელა

,, აღარ    არსებობს    არაფერი რაც    აქ    არ    ხდება და    თუ    არსებობს უკვე    მომხდარი . „ ( გელა ღაჭავა ) გელა       2010 წლის  15 მაისს   ფოტოგრაფიის მოყვარული, რამდენიმე  ადამიანი შეიკრიბა და  ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეშურა , სადაც ფოტოგრაფ რიჩარდ ავედონის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ . ამ დღის აღსანიშნავად,     მთავარი ატრიბუტი, სასმელიანი ბოთლი იუბილარის ეტიკეტით, მზად იყო. ასევე ფოტოგრაფის ბიოგრაფიის, მისი ფოტოების და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების ერთმანეთისთვის გაცნობაც მოხერხდებოდა. ინვენტარად: ფოტოაპარატები, სასმელი, ჭიქებად ფოტო ფირების ყუთები სრულიად საკმარისი იყო.       ეტიკეტი , ფოტოგრაფის გამოსახულებით და მისი ფავორიტი ფოტოთი, ასევე ეს იდეა  გელა ღაჭავას ეკუთვნოდა.     ,, მინდოდა ქუთაისში შემექმნა გარკვეული წრე ადამიანებისა, ვისაც ფოტოგრაფია აინტერესებდა.  სხვ...