К основному контенту

card – ბუმი

      წითელ და თეთრ ფერში გაწყობილი უჯრებიანი სუფრა გადავაფარე სამზარეულოს მაგიდაზე. ოთახი გამოაცოცხლა, მსიამოვნებს მისი ცქერა. ზედ კი ბანკიდან მოტანილი ბარათები გავშალე.  ბანკები გიჟდებიან მათ გაცემაზე, ერთს მოითხოვ და იქვე რამდენიმე მოყვება საჩუქრად. ვითომ ძალიან გულუხვები იყვნენ. ასე თავიანთ შექმნილ პროდუქტებს ასაღებენ. არ მინდა მათი ,,მსხვერპლი" გავხდე, ამიტომ ჯერ ბოლომდე მინდა გავერკვე მათ ფუნქციებში და მერე გავააქტიურო  ან საერთოდ არ გამოვიყენო.
    არა, ბარათების შემოტევაა ნამდვილად, ორი საფულე მაქვს ერთში ყოველდღიური ხურდა მიდევს, მეორე კი მთლიანად ბარათებს ეთმობა. ნაირ– ნაირი სახეობისაა:  აფთიაქის ზღარბი ბარათი, ზედ ვაშლებს ვაგროვებ, რამდენიმეჯერმე გამომადგა  ასე დაგროვილი ქულები, მაგალითად ჩემი ძმის საჩუქრისათვის ბარათის ქულებით გადავიხადე და Cliven-ის ფირმის შხაპის ქაფი ავიღე, თვითონაც კმაყოფილი დარჩა და მეც.
     უნიკარდი, რომელიც  უფრო უნივერსალური ხასიათისაა და სხვადასხვა ობიექტს ითვალისწინებს. ძირითად ბარათად შავი ავიღე, დამხმარედ თეთრი ფერის ბარათები ოჯახის წევრებში დავარიგე. მეც ძალაუნებურად უპირატესობას ვანიჭებ იმ სავაჭრო ობიექტებს, სადაც მისი გატარება შეუძლიათ.   ვისარგებლე კიდეც,  უსადენო ზარი ავიღე და ახლა უფრო ადვილად გვაგონებენ სახლში სტუმრები, ხოლო ამ ახალი წლის დადგომისას საკუთარ თავს, მისი მეშვეობით, საახალწლო საჩუქარი გავუკეთე და ორჰან ფამუქის ,,სტამბოლი " გამოვიწერე რამდენადაც სწორად მახსოვს, სულ რაღაც 163 ქულად.

    საბანკო ბარათებს კი უფრო დაკვირვებით ვეკიდები. ის რათქმაუნდა არ მჯერა, როგორც ამას მათი აღებისას გვეუბნებიან ღიმილიანი და კეთილგანწყობილი ბანკის თანამშრომლები, რომ სულ რაღაც უმცირესი თანხა გვიჯდება მისი გამოყენება. ასე შემომთავაზეს ,,სმარტივი" ბარათი, რომლის ფუნქციებში ჯერ კარგად ვერ გავერკვიე.

   პატარა მაღაზიებმაც დაიწყეს თავიანთი ბარათების გაცემა და ამით მყიდველის მოზიდვა. იმას კი მივხვდი, რომ მარკეტინგის თვალსაზრისით ასეთი სვლა გამართლებულია ცალკეული კომპანიებისთვის.მყოდვილს ძალიან იზიდავენ და იჩვევენ. პრინციპში არც ჩვენთვისაა ცუდი. დაგროვილი ქულები ბოლოს, პატარა სიხარულს, მაინც გვანიჭებს.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...