К основному контенту

ალერგიული დღე

  ბოლო ბლოგის შემდეგ  ორჯერ დავიწყე წერა და ორივეჯერ პირველი აბზაცის შემდეგ ვეღარ გავაგრძელე.
ხან ხასიათზე ვერ ვიყავი, ხანაც ხელი შემიშალეს.

ერთი ასე იწყებოდა:
   პოლიტიკაზე საუბარმა იკლო. ახალი მთავრობის პოლიტიკურ სვლებს, რათქამაუნდა ახლაც ყოველ წუთში გადმოსცემენ საინფორმაციო გამოშვებები, თუმცა მათი განხილვა ისე აქტიური აღარაა, როგორც პირველ ეტაპზე იყო, როცა ხელისუფლებას ჯერ კიდე ახალი და ,,ნორჩი" ერქვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდე არ ჩანს ტელევიზიებში ანალიტიკური გადაცემები, რაც გასულმა ხელისუფლებამ აღმოფხვრა ძირიანად. აქტუალურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე კარგი ანალიზისა და მოვლენების შეჯერებით მიღებული რეზიუმის, გამოთქმული ჭკვიანური აზრების მოსმენა  მიყვარს.
  მოკლედ მინდოდა დამეწერა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განხილვის ბუმმა ცოტათი მოიკლო-თქო, რომ ვერ ვიტან როცა ასე ვართ მიჯაჭვულები ამ საკითხების განხილვაზე და  უმრავლესობა რომ ჩართულია  ისე, რომ პოლიტიკოსებს ლამის აღარც დააცალონ მათი განხილვა.

მეორე კი ასე იწყება:
   დღეს გამახსენდა ბავშვობაში, რომ გამომკეტავდნენ სახლში ავადმყოფობის გამო.
 გარეთ ბავშვები თამაშობდნენ და ანცობით იკლებდნენ იქაურობას. მე კი სიცხიანი ან ანგინიანი ფნჯრიდან ვუცქერდი, მათ ვერ ვუერთდებოდი და გული მწყდებოდა  მათი მხიარულების მოზიარე, რომ ვერ ვხვდებოდი.  მინდოდა ჩემთან მოსულიყვნენ ან ჩემი ძმა მაინც არ გაეშვათ, ასეთ დროს, გარეთ. საღამოს 8 -ზე კი მეზობელი მარო შემოვიდოდა დიდი შპრიციტ და ძალიან მსხვილი ნევსით ჩვენთან.
  ახლაც იგივე მომენტი მაქვს. სახე შემიშუპა ალერგიამ, სხვა მხრივ კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ვიზუალურად ეს ძალიან არასასიამოვნო მომენტია. დილით აფთიაქში, რომ შევიარე ფარმაცევტები ისე დაჟინებით მაკვირდებოდნენ, ძლიერი ალერგია გაქვსო და ნევსს მირჩევდნენ, მე მაინც ჯიუტად ვიცოდი რაც მჭირდებოდა და ნევსზე უარი ვთქვი. ამის გამო ისე პროდუქტიული ვეღარ შევიქენი, იძულებული ვიყავი სამსახურიდან სახლში წამოვსულიყავი უფრო ადრე, სამუშაო საათების დასრულებამდე. იქ კი ჩვეულებრივ, მაგრამ უჩემოდ, რომ გაგრძელდა ყველაფერი, ვიგრძენი, რომ ისევ ისე დამწყდა გული, როგორც ეს ბავშვობაში ხდებოდა.
     ბავშვობის ბევრი მომენტი, ფერი, გემო, განცდა სულ დაგვყვება ცხოვრებაში, ზოგჯერ კი ასე მეორდება.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...