К основному контенту

კვირეული

     ჩემს ძველ ,,ბლოკნოტს" გადავავლე თვალი და ვნახე, რომ ზოგი ისეთი ამონარიდებიც მქონია ჩაწერილი, რომელთა წაკითხვამ, დღეს აღარავითარი ზეგავლენა აღარ მოახდინა ჩემზე. თუმცა არის ასეთებიც: ,,თეატრი ერთადერთი ადგილია სადაც ღარიბები ზემოდან დაჰყურებენ მდიდრებს". 
   ახლა არ ღირს ყურადღების შეჩერება იმაზე, თუ ვინ ვის დაჰყურებს ზემოდან, რადგან ჩვენს თეატრში ისევ კვირეულია.
  ქ. ქუთაისის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის საშუალებით ქართული თეატრის კვირეული იმართება, ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. ბილეთები არ იყიდება, დასწრება მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი.  წარმოდგენილია:
 კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ,სპექტაკლით „კოტე მარჯანიშვილი“;
 ს.ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სპექტაკლით „პანთეონი“;

მ.თუმანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრატული თეატრი, სპექტაკლით „7პ.პ“;

სოხუმის დრამატული თეატრი, სპეტაკლით „გუშინდელნი“;

ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი,  სპექტაკლით „უსასრულობის ათვლა დაიწყო“;

მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი,სპექტაკლით „გაყრა“;
რუსთაველის თეატრი, სპექტაკლით „ კაცია- ადამიანი?!“


  თეატრალური კვირეულები ძალიან შეეჩვია ჩვენს ქალაქს, ზაფხულშიც გაიმართა მსგავსი კვირეული, რომელიც 18 ივნისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდა, თუმცა მაშინ იმერეთის რეგიონის თეტრებს მოიცავდა და ისიც მერიის წყალობით იმართებოდა. ახლა კი თბილისის თეატრებია მეტ წილად წარმოდგენილი და ბუნებრივია, დაინტერესება მაყურებელთა მხრიდან ძალიან დიდია.
  ამიტომ სრულად შევსებულია დარბაზი. შესვლაზე დიდი ორომტრიალია. ვინ მოსაწვევის გარეშე იპარება, ვინ მოსაწვევით ცდილობს სხვების გადასწრებას. 
   ჩვენი ქალაქის მკვიდრთა შორის, თეატრის მოყვარულთა  საზოგადოება ნამდვილად არ ყოფილა ცოტა. რაც სხვა დღეებში, როცა ადგილობრივები წარმოადგენენ სპექტაკლებს, ეს ნამდვილად არ იგძნობა.  ამას ალბათ რამდენიმე მიზეზი აქვს:
 ერთი – საზოგადოების (და მით უფრო, თეატრის მოყვარულთა საზოგადოების) სოციალური მდგომარეობაა.
 მეორე –  თეატრი ხშირად რომ აახლებდეს თავის რეპერტუარს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად თავსდებოდეს სხვადასხვა საინფორმაციო თუ სარეკლამო სამსახურებში. მოკლედ რეკლამაც აკლიათ, რომელსაც  ძალიან დიდი ძალა აქვს და ამ მხრივ, რომ მუშაობდნენ და ყოველი ახალი სპექტაკლის შესახებ, რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას აწვდიდნენ მაყურებელს, ვფიქრობ ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა.
   გარდა ამისა, ისიც საინტერესოა ლ. მესხიშვილის  თეატრს რამდენად ეხმარება ასეთი კვირეულები, მათი დასრულების მერე ისევ გამოიკეტება თეატრის კარი თუ ახალი სპექტაკლების  რიგს წარმოგვიდგენს ადგილობრივი დასი ?
  კვირეული 7 იანვარს დაიწყო , ჯერ არ დასრულებულა.
   თავად ეს ფაქტი, საინტერესოა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. მაყურებლისთვის ბევრი ნაცნობი და საყვარელი მსახიობი გამოჩნდა მისი თეატრის სცენაზე. სპექტაკლის ბოლოს, გულმხურვალედ უკრავენ ტაშს, ლამის სცენიდან აღარ უშვებენ მსახიობებს და წასვლას თავად,  საერთოდ არ ჩქარობენ.
    მე დავესწარი სპექტაკლებს: ,,გუშინდელნი", რომელიც სოხუმის დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა, სადაც ძალიან დასამახსოვრებელ ტიპაჟებს ქმნიდნენ მსახიობები.
 ,, პანთეონი ", რომელიც წარმოადგინა ს. ახმეტელის თეტრმა და  განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანს შეეხებოდა. ცოლს ისე ძალიან  უნდა, მისი მეუღლის პანთეონში დაკრძალვა და სხვები რომ ასწრებენ სიკვდილს ისე გამწარდება, მოკლავს.  ,,  შენ უნდა მოკვდე საყვარელო" –ასე მიმართავს ქმარს და ბალიშით გაგუდავს.თუმცა პანთეონში ძლივს შერჩეულ ერთადერთ ადგილს მაინც სხვა დაიკავებს.
    მოქმედება  კომუნისტურ საქართველოში ხდებოდა, დღესაც აქტუალურია ეს საკითხი და ალბათ სულ იარსებებენ ადმიანები, რომლებიც ოჯახს, პიროვნებებს, საკუთარ სიცოცხლეს, თავიანთ აკვიატებულ იდეებს შესწირავენ.  იდეებს, რომლებიც შეიძლება ცხოვრებაში არსებითი ან ვინმესთვის სიკეთის მომტანი სულაც არ იყოს.
სურათებიც გადავიღე. თუმცა,  ეს ერთი გამოვიდა მათგან უფრო ნორმალური.
 აი ისიც .

კადრი სპექტაკლიდან,, პანთეონი" 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...