К основному контенту

როცა ასეთი ნოემბერია


     ჩუმად ვარ, თითქოს სათქმელი არაფერი მქონდეს, მაგრამ მსმენელის გარეშე დავრჩი .
ზუსტად ასე გამოვიდა რა,  ამის წინ რაღაცაზე უცებ აყაყანდნენ და მე, სწორედ ამ დროს, ჩავილაპარაკე , ძალიან მიჭირს ასე რომ გრძელდება ჩემი ცხოვრება, ერთი ხაზივით. მინდა შეიცვალოს რამე და ვერაფერს ვცლი, ძალიან მწყდება გული -თქო, არავის გაუგონია, იმ ხმაურში დაიკარგა ჩემი სიტყვები. მერე ძალიან გამიხარდა ასე რომ მოხდა . ვერავინ რომ ვერ გაიგო რა ვთქვი .

    წვიმა წამოვიდა  და სიცივეც მოიტანა დადგა ქოლგების დრო, ფერადი ქოლგების, ახლა ჩემს  ჭაობის ფერ ქოლგაში, ბოლოებზე თეთრი ხაზები რომ დაყვება,  შებუზული მივიჩქარი სახლისკენ, გზაში არავინ მხვდება , არავინ მაჩერებს  და არც მეკითხება:-  სად მიგეჩქარებაო?  საღამოს ყველა ერთ ოთახში ბუხართან იყრის  თავს და მაინც ყველა თავის სტიქიაშია , თითქოს ერთმანეთისთვის არ ცალიათ.
  წვიმს ისევ და შემოდგომის თქეში ჩემს ბეჭებზე ისე გადადის , როგორც მძიმე ჯაჭვი, წვიმის ცრემლების, შეგრძნება მაქვს, წვრილი ძაფების თრთოლვის. გულში,  დღეს წაკითხულ ლექსს  ვიმეორებ, ავტორი სალომე ბენიძეა.
,,როცა ასეთი ნოემბერია,
მე შემიძლია,
მეგონოს, რომ არ დავიბადე,
არც მახსოვდე, ისე მიყვარდე
და აღარაფერს არ ნიშნავდეს
შენი წასვლა,
შენი დარჩენა.
მე შემიძლია,
მეგონოს, რომ აღარ არსებობ,
როცა ასეთი ნოემბერია."  . 
    მახსენდება გელა ღაჭავამ რომ თქვა ჩემთან საუბარში ერთხელ : -,, ისე არაფერი მიხარია როგორც კარგი ნახატი, კარგი ფოტო , კარგი ლექსი , კარგი მუსიკა, კარგი  კინო"... და მიხარია რომ მახარებს ეს ლექსები , ახალი წაკითხული რამეები , ლია ლიქოკელის ,, ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის" , პირველი წინადადებიდან მომნუსხა და ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე,  მეფიქრება მერე მათზე  და ასე გამყავს დღეები, ნოემბრის, რაღაცნაირად, მოკლე დღეები. 

Комментарии

  1. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სავსედ და შინაარსიანად ატარებ ამ ნოემბერსაც :)

    მერე შენც ლამაზ ფიქრებს ჩვენც გვიზიარებ. რა ჯობია წვიმაში ფეხით სიარულს, მარტო ჯობია, ფიქრებთან ერთად ... თან მუსიკა და წაკითხულის გახსენება :)

    ОтветитьУдалить
  2. მადლობა თინი, თქვენ, მეგობრები , კარგი ადამიანები, მილამაზებენ ნომებერსაც და სხვა თვეებსაც.

    ОтветитьУдалить
  3. როგორი ნაცნობი განწყობაა... ჩემი ერთი ახლობელი ძალიან "პრაქტიკული"ადამიანია, ჰოდა სულ მეუბნება რომ დავფრინავ და მიწაზე ვერ ვდგავარ, რომ წიგნებში ფოტოებში, სურათებში, მუსიკაში კი არაა სილამაზე და სიყვარული, თავისუფლება და განცდების ეპოპეა არამედ გახურებულ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, მაგრამ მე სულ მგინია რომ მთლად სწორი არ არის... მე მირჩევნია ჩემი სიტყვები დაიკარგოს სხვების ხმაურში ვიდრე მათსავით ვყაყანებდე "სისულელეებზე"... მაგრამ ყველაფერი სუბიექტურია, ზოგისთვის ჩემი ფიქრებია სულელური, ჩემთვის მათი, და კაცმა არ იცის ამ სამყაროში რომელი ჯობია....

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ვერა, ჩვენც ამ ,, გახურებული ცხოვრებიდან" თავს ვაფარებთ წიგნებს, კინოებს , მუსიკას , კარგ ფოტოებს ...

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...