"დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო"
დაჭკნა ვარდი,მისი სხეული,მისი სახე აღარ იყო ფითქინა, თითქოს აღარც ისეთი თეთრი, როგორიც ახალგაზრდობისას. სახეს ნაოჭები შეეპარა. თვალის უპეებს ბევრი ფიქრის კვალი დაეტყო.
ფიქრებში უყვარდა, ეტრფოდა...
ფიქრებში დედაც იყო, ძალინ კარგი დედა. გამგები მოსიყვარულე...
თვალებში ეწერა ეს ყველაფერი.თვალები ამ ტკივილს ვეღარ მალავდა.
ბავშვობაში, უფრო, დედა-შვილობანას თამაში უყვარდა თურმე.თვითონ იყო დედა, შვილები კი მისი ლამაზი თოჯინები.
ცხოვრებაში კი დრო, როცა დედა უნდა გამხდარიყო, გაეპარა...
ქალში ხომ, ყველაზე მეტი, დედა ჭარბობს!
Комментарии
Отправить комментарий