К основному контенту

მკითხველი

       დღეს, სამარშუტო ტაქსიდან დავინახე,  ვიღაც მიდიოდა, ხელში გადაშლილი წიგნით  და კითხულობდა. მე, ჩემდა უნებურად, ნათია გამახსენდა, ვიფიქრე ეს მისი  კადრია- თქო.  კარგა ხანია მსგავს ფოტოებს აგროვებს და სერიას ქმნის,  სადაც  ქუჩაში, გზაში, სკვერში, ბაღში, შეიძლება ითქვას,  ყველგან, ყველა ადგილას წამკითხველი ხალხის  სურათებს იღებს.

    ნათია რამდენჯერ ვახსენე და მასზე რამდენი ვწერე  ბლოგზე!  მიზეზი ?   ერთი ის, რომ ჩემი მეგობარია და  ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ხშირად ვიყენებ მის ფოტოებს http://n-a.artphoto.pro/   ნაწერებში. ჩემი ეს, ბლოგ- ხეტიალიც, მისი დამსახურებაა, რომელთა პირველი წამკითხველ- შემფასებელიც ისაა.

     მისი ფოტო- საიტები სხვადასხვა სერიებიდან შედგება. ყველა საოცრად საინტერესოა, ბევრის მთქმელია. მოცემულ მომენტს ძალიან ნათლად ხატავს და მისი ფოტოებიც მე ხატვა უფრო მგონია, მისი თვალით აღქმა და ზუსტი გადმოცემა, გარემოსი, სინამდვილის, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, რომელთაც ყოველ დღე ვხედავთ, ვხვდებით თუმცა ასე საინტერესოდ ვერ აღვიქვამთ.

    მაგალითად სერიაში ,On A Bus " მგზავრების საინტერესო სახეებია წარმოდგენილი.  ასე მგონია წლები რომ გავა, ეს ფოტოები, ზუსტად გადმოსცემენ დღევანდელ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ მდგომარეობას, დათვალიერებისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხი ამ ქალაქიდან სადღაც მიემგზავრება და სევდა აქვთ სახეზე, რომელიც გულის წყვეტაცაა და გამგზავრების სინანულიც, ღიმილის ნაკლებობაა აშკარად. 








    რაც შეეხება სერიას ,,On Reading"  თავიდან  სურდა, მხოლოდ ისინი გადაეღო ვინც ქუჩაში წიგნის კითხვით იქნებოდა გართული , თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს პატარა ქალაქში  ასეთის პოვნა რთული ყოფილა, ამიტომ ბოლოს მთავარი იყო, მხოლოდ მკითხველი ყოფილიყო  და კიდევ ეს სერია შავ- თეთრი კადრებისგან შედგება.  














Комментарии

  1. მადლობა ირო!.. რა სასიამოვნოა შენთან ჩემი ნახვა :)) ძალიან გამახარე! :*

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა ნათი შენ, ასეთი საინტერესო ადამიანი, რომ ხარ. :*

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...