К основному контенту

გასული შაბათ -კვირა

   

   ვეღარაფერს ვწერ, სულ ვჩქარობ, რავიცი სად,  და მიტო.  არავინ არაფერს მეკითხება და მაინც მგონია, რომ პასუხები მზად უნდა მქონდეს , სახლი უფრო ფერადია, ჩემში ვერ შემოაღწია ამ ფერებმა, უფრო დავშორდი დღეებს , დილებს , საღამოებს და მგონია, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაბრუნდება,  დაიწყება ისევ თავიდან , ისევ ჩაირთება ის მუსიკა მე რომ შემიყვარდა  და უაზრო მოგონებების ზღვა უკან დაიხევს.
 მანამდე კი  ...


   დღეს გზაში მამაო შემხვდა, რამდენიმეჯერ დავესწარი მის აღვლენილ ლოცვას, არ ვიცი, როგორ მიცნო, ალბათ სახის გამომეტყველაბაზე მიხვდა, რომ ვაკვირდებოდი და მომესალმა, თავისებურად, ღმერთმა დაგლოცოსო, მეც მივესალმე, მერე ვფიქრობდი, მისი თავმდაბლობა იყო ეს, გაღიმებულმა  გავიარე ის გზა.

   შაბათ -კვირა სოფელში გავატარე, ახლო სოფლები რომ აქვთ და ხშირად, რომ დადიან, ჩემს შემთხვევაში ასე არაა, როცა იქ მივდივართ, ყველაფერი მიგვაქვს და დიდი გეგმის ნაწილი ხდება ეს წასვლა. მერე, ორ სათ ნახევარი გზას ეთმობა,  შაორის ულამაზესი ხედების გავლის შემდეგ ვუხვევთ, ასფალტიანი გზა მთავრდება, მანქანის შესამოწმებლად, როცა ვჩერდებით გადმოვდივარ და სურათებს ვიღებ. მეექვსე სოფელში უნდა ჩავიდეთ, რომ სახლში მივიდეთ.






  
  მანამდე კი მივყვებით და ხანაც ვუტოლდებით მთის წვერებს, ნაძვისა და ფიჭვის ტყეებიდან მობერილ სურნელს ვგრძნობ.  სიმწვანეს რა ძალა აქვს ასეთი, სასაწაულს  რომ ახდენს , მამშვიდებს და მადუნებს. ჰაერი, რომელიც ჟანგბადით სავსეა, ძილს მგვრის. 

    წამოსვლის წინ ეკლესიაში წავედით, ხვნეშით ავირბინე აღმართი, რომ კარები პირველს მე გამეღო და ცარიელ სამლოცველოში აღმოვჩენილიყავი, პატარაა, ბაზილიკური სტილის, სამრეკლოს გარეშე, ამიტომ ზარი იქვე ხეებს შორის დაკიდეს, ჯოვანიმ მორიდებით ჩამოწია თოკი, ყრუდ გაისმა ზარის ხმა, ადრე აქ გოგოები ამოვდიოდით, ძველ ქვებზე ჩამოვჯდებოდით და საათობით ვლაპარაკობდით.   იმ დღეებში დაბრუნება მენატრება, რომელიც ასე შორს დარჩა უკვე. ახლა იმ ადგილას იტალიელი იჯდა, მოკუზული და ეს მაღალი კაცი ისე პატარა ჩანდა.

     ჩვენს იტალიელ სტუმარს სულაც არ აკვირვებს აქაურობა , პირიქით არც მოწონს, მეტი კომფორტი უნდა და ვერ გებულობს, რატომ არ ალაგებენ გზებს, ტყეებს, რადგან თვითონ იტალიაში ტყე აქვს საიდანაც შეშას ჭრის, სოკოს აგროვებს და უყვარს ეს საქმიანობა. მე სულაც არ მაღელვებს მისი ასეთი დამოკიდებულება, ამბობს რომ თბილისი მოეწონა, ჩვენი ურთიერთობებიც მოწონს, საერთო ჯამში, კარგი ადამიანი ჩანს,  წუხს სოფელში შუქი რომ ითიშება ასე ხშირად, ელექტრიკოსია, უნდა ხალხს დაეხმაროს და დადის, აკვირდება მავთულებს, ბოლოს ასკვნის- ამდენ ხეებში დახლართული აუცილებლად პრობლემებს შექმნისო, სამაგიეროდ ბაჩო სიცილით კვდება -ეს სულ ასეა იყოვო,  სოფელი ახლა ივსება, ზაფხულში დამსვენებლები ნელ -ნელა მატულობს, ამიტომ მე ვიცი, შუქი ასე ითამაშებს, როცა ეკლესიაში ავალ მომენატრება ის დღეები, ერთად რომ ვიყავით თანატოლები , ჩვენს ტყეებს არავინ დაალაგებს, თუმცა სოკოზე ისეც ვივილით და სულ არ მაინტერესებს რა წესები აქვთ იტალიაში.


Комментарии

  1. მეც ზუსტად ასეთი გრძნობა მაქვს ხოლმე - ჩემია, მოუვლელი, ქაოტური და მაინც ტკივილიანად საყვარელი.

    როგორი გამომხრჩვალი ვართ ქალაქში, ასეთი გასვლების დროს ვხვდები. სიგრილე გვაქვს, მაგრამ ხელოვნური, კონდიციონერის. კიდევ უამრავი მანქანის გამონაბოლქვი. გავალთ ჰაერზე და ჟანგბადის სიჭარბე ძილს გვგვრის.

    შემიძლია, საათობით ვიწვე მწვანე ბალახზე და ჩემს თავზე წამომართულ, ჩამობურულ ხეებს ვუყურო. ძალიან კარგი პოსტი იყო, ირი, როგორც ყოველთვის. დღეს ვაპირებდი მეილის მოწერას და ვუალა! :) დამხვდა პოსტი.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თინი რა კარგი რამე თქვი, ბალახზე წოლა,ხეებისა და ცის ცქერა ...
      როგორ გითხრა , მართლა მენატრება ხეებთან მიწასთან , ბალახთან ახლოს ყოფნა...

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ