К основному контенту

ერთი ლექსის ორი თარგმანი

   ,, საუნჯელებმა" არ მომწერეს პასუხი, როცა  ფეისბუქის მათ გვერდზე შემთხვევით  წავიკითხე ალექსანდრე ბლოკის ეს ლექსი და   ვკითხე , თუ ვინ არის ამ თარგმანის ავტორი.

,, ისევ მაშინებს შენთან შეხვედრა ,
უშენობა კი უფრო მაშინებს,
სუყველაფერი, რასაც შევხედავ,
იდუმალდება ჩემთვის მაშინვე.
  
 გზად აჩრდილები დიან ზმორებით 
 და მათ თვალებში თვლემის ნისლია,
 მე ტაძრის კიბეს მივეკონები,
 უკან მოხედვა არ შემიძლია.

მეხება ვიღაც, მერე მშორდება,
ვერ იხსომებენ ლანდებს თვალები.
 ხმა შემომესმა მოულოდნელად 
უკანასკნელი დასაფლავების.

ღრუბლიანი ცა ეხება მაღლობს, 
ქრება ტაძარი , არ მოჩანს დიდხანს.
მე ვიცი , აქ ხარ, ძალიან ახლოს,
მაგრამ აქ არ ხარ , შენ ისევ იქ ხარ." 

     მე, უფრო ადრე და ხშირად ვიმეორებდი  ამ სიტყვებს ,, მე მეშინია შენთან შეხვედრის , მაგრამ ვერ გნახო უფრო ძნელია."
   ჯერ კიდევ სტუდენტები, რომ ვიყავით მაშინ,  ჩემმა კურსელმა, ნანიკომ გადამაწერია სოსო სიგუას მიერ გადათარგმნილი, რომელიც  მაშინვე მომეწონა და შემიყვარდა.

 ,, მე მეშინია შენთან შეხვედრის,
მაგრამ ვერ გნახო -უფრო ძნელია,
გაოცებულა ყველა და მათი
სევდა იოლი საპოვნელია.

ვერ გამიგია მოხეტიალე 
ჩრდილებით ქუჩა , როგორ ივსება 
და ეკლესიის კიბესთან მისულს 
უკან მოხედვა შემეშინდება.

ვიღაცა მხარზე ხელებს დამადებს,
მაგრამ არ მახსოვს მისი სახელი 
ყურში ჩამესმის სამგლოვიარო 
ხმა -უსასოო, სევდის მსახველი.

დაბლა დაეშვა ცა მოღუშული
და დაეფარა ტაძარს ღრუბლები.
მე ვიცი, აქ ხარ ჩემთან მოსულხარ, 
მაგრამ არცა ხარ, არც მეგულები." 

Комментарии

  1. ვერ გამიგია მოხეტიალე
    ჩრდილებით ქუჩა როგორ ივსება
    და ეკლესიის კიბესთან მისულს
    უკან მოხედვა შემეშინდება.

    <3 ძალიან მომეწონა!!!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თინი ძველ დღიურებს გადავხედე ზოგი ახალის აღმოჩენასავით იყო , ემოცია , განცდა , თურმე რეებს ვინიშნავდი, ადრე რას ვიწერდი, ზოგი სასაცილო და ბავშვური მეჩვენა

      Удалить
    2. ძალიან კარგია ცოტა ხნის წინანდელი "მეს" გახსენება. შენი რეაქციები სრულიად ბუნებრივია :)

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...

გელა

,, აღარ    არსებობს    არაფერი რაც    აქ    არ    ხდება და    თუ    არსებობს უკვე    მომხდარი . „ ( გელა ღაჭავა ) გელა       2010 წლის  15 მაისს   ფოტოგრაფიის მოყვარული, რამდენიმე  ადამიანი შეიკრიბა და  ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეშურა , სადაც ფოტოგრაფ რიჩარდ ავედონის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ . ამ დღის აღსანიშნავად,     მთავარი ატრიბუტი, სასმელიანი ბოთლი იუბილარის ეტიკეტით, მზად იყო. ასევე ფოტოგრაფის ბიოგრაფიის, მისი ფოტოების და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების ერთმანეთისთვის გაცნობაც მოხერხდებოდა. ინვენტარად: ფოტოაპარატები, სასმელი, ჭიქებად ფოტო ფირების ყუთები სრულიად საკმარისი იყო.       ეტიკეტი , ფოტოგრაფის გამოსახულებით და მისი ფავორიტი ფოტოთი, ასევე ეს იდეა  გელა ღაჭავას ეკუთვნოდა.     ,, მინდოდა ქუთაისში შემექმნა გარკვეული წრე ადამიანებისა, ვისაც ფოტოგრაფია აინტერესებდა.  სხვ...