К основному контенту

ცხოვრების ლამაზი დრო

22 თებერვალი, პარასკევი
    რასაც  ამიდის პროგნოზში აცხადებდნენ, მისგან განსხვავებით, დილა წვიმიანი არ ყოფილა, არც მერე უწვიმია, მთელი დღე ღრუბელი იყო და ცოტათი ციოდა. თეთრი ხიდის  გადავლის წინ,  განსაკუთრებით მოვემზადე, ქურთუკის ელვა ბოლომდე ავიწიე და თავი თბილ ბეწვში ჩავრგე, ჩემს წინ ჩახუტებული გოგო და ბიჭი მიდიოდა. ჩემდა უნებურად გავიგონე, გოგო ეკითხებოდა ბიჭს: ,,გეხვეწები მითხარი, ამ ადგილას, ასეთი სითბო რატომ არისო?" ხიდის შუა ნაწილში ვიყავით უკვე, რიონს გადავყურებდი ხიდზე,  რომ გადავდიოდი. რაღაცნაირად მღვრიე და მოუსვენარი იყო. ქვები აქა იქ ჩანდა, მხოლოდ.
   მის ორივე მხარეს კაფეა.  რამდენჯერ მომდომებია ჩამოჯდომა ამ კაფეებში, არაფერზე ფიქრი, უბრალოდ მდინარისა და თეთრი ქვების ცქერა. თუმცა, ერთი ის, რომ დრო არ მაქვს. ამ დროს სამსახურიდან ვარ გამოსული სხვადასხვა საქმეზე და სწაფი დაბრუნებაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მიფიქრია იმაზეც, რომ მარტო  კი არ მინდა აქ ჩამოჯდომა, მეგობართან, საყვარელ ადამინთან ერთად-თქო.
   მოკლედ, რაღაც არ ეწყობა, რაღაც არ გამოდის, არა და მიფიქრია, სულ იმას მოვუსმენდი -თქო, მე კი ჩუმად გასუსული ვიჯდებოდი, უხმოდ და უფიქრად. ხან გავუღიმებდი, დავეთანხმებოდი ან არას ვეტყოდი, ხან სულაც აღარ მოვუსმენდი, ფიქრი გამექცეოდა მის თვალებზე ან მის თითებზე, მაგრამ ჩემთვის ლამაზი წუთები იქნებოდა, ცხოვრების ლამაზი დრო -სიყვარულის დროა.
    

     თეთრი ხიდი  ამ ქალაქის გულია. ყველაზე ლამაზი ადგილი მგონია მე. 
  სტუმარი რომ ჩამომივიდეს ვინმე, მასაც ქალაქის დათვალიერებას ამ ადგილიდან დავაწყებინებდი. სავიზიტო ბარათივითაა.
  გაზაფხულზე და ზაფხულზე ბევრი ტურისტი დასეირნობს და სამახსოვრო  ფოტოებიც მიაქვთ  ამ ადგილიდან . ცოტა ხნის წინ მეც გადავუღე მათ პოზირებას სურათები. ისეთი გახარებული და ბედნიერი მოხუცები იყვნენ, რომ ვუყურებდი დაბერების აღარ მეშინოდა.

     





   დღეს 23 თებერვალია, შაბათი
  ადრე კომუნისტები მას მამაკაცთა დღეს უწოდებდნენ  და მახსოვს სკოლაში, ამ დღეს, გოგონები ვყიდულობდით ბიჭებს საჩუქრებს, ისინი კი სამაგიეროდ 8 მარტს არ ივიწყებდნენ ამ ყურადღებას და ერთხელაც ყველა გოგოს მერხზე თოჯინა დახვედრია  საჩუქრად. მე იმ დღეს სიცხე მქონდა და მხოლოდ გადმოცემით ვიცი ეს ამბავი, ალბათ ჩემთვისაც იყო და მომცეს კიდეც, ეს კი აღარ მახსოვს. 
   მოკლედ, იმ დროში, წითელ არმიელთა დღედ ჰქონდათ დაწესებული ეს დღე და  კომუნიზმის დაშლის შემდეგ, მამკაცთა დღეც  გაუქმდა საქართველოში.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.     მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.   მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა:  კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა,  შოკოლადი . მომზადების წესი:     ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ...