К основному контенту

კვირა საღამო

 
ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე
  მოწყენილია საღამოა,  სიმარტოვეს  განვიცდი, გუშინ მთელი დღე გვყავდა სტუმრები თითქოს დავიღალე და მინდოდა კიდეც, მარტო დარჩენა და დასვენება, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ვერ ვიტან მარტოობას , მოწყენას. 
    ასეთ დროს წიგნი მშველის ძალიან. ამის წინ, მე და ჩემი თანამშრომელი ქეთი ერთად ვიყავით წიგნების მაღაზიაში, ჟურნალ ,,და ქალთან" ერთად იყიდებოდა ამელი ნოტომის წიგნი ,,ლურჯწვერა" დავინტერესდი ამ ავტორით, თუმცა მაშინ ბაინდერები უნდა მეყიდა  და წიგნის შესაძენად მოგვიანებით გასვლა გადავწყვიტე, როცა მე ამ ფიქრებში ვიყავი გართული ქეთის,  მხოლოდ ჟურნალი უყიდია, ვკითხე წიგნიც რატომ არ წამოიღე -მეთქი. გამყოდველისთვის უკითხავს აზრი, რომელსაც უპასუხია
: ,- ახლა წავიკითხე, არაფერი წიგნია, უბრალოდ ახალი ავტორიაო." 
    მე იმ დღეს არა, მოგვიანებით ვიყიდე ,, ლურჯწვერა" დავიწყე კითხვა და ნახევარზეც მივედი, მაგრამ ახლა ის მჭირს, რომ ვერ ვაგრძელებ. თავი სხვა ფიქრებით მაქვს გამოტენილი ხელში ავიღებ თუ არა ვხდები, რომ მის მაგივრად სხვაზე ვფიქრობ და სხვაგან ვარ, ამიტომ შევეშვი, აღარ ვკითხულობ, თუმცა მსუბუქად საკითხავია, ზედმეტი დაფიქრება არ ჭირდება, ახალგაზრდა ქალის და ცოტა უცნაური, წარმოშობით დიდგვაროვანი ესპანელი მამაკაცის ურთიერობაა, რომელიც პარიზის ცენტრში სახლს აქირავებს ქალებზე, იაფად დიდ კომფორტს სთავაზობს და საბოლოოდ  კი ისე გამოდის, რომ  სიყვარულს ეძებს, მთავარი ინტრიგა ჯერ-ჯერობით ბნელი ოთახია, სადაც არავის უშვებს მთავარი გმირი, მოვლენების შემდეგი განვითარება  რათქმაუნდა ჯერ არ ვიცი. 
  დღეს მაღალი ტენიანობა იყო, საღამოს კი სასიამოვნოთ აგრილდა, ხვალ  წვიმიან ამიდს აცხადებენ. 
   ხვალ ახალი კვირა იწყება , სასიამოვნო სიახლეებით დატვირთული მინდა, რომ იყოს, ბევრი სიახლით, რაღაც მზად ვარ მათ მისაღებად და ველოდები კიდეც.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...