К основному контенту

რაჭული ამბები

    მომენატრა მთები და მთებიდან ამდგარი ნისლები .
     რაჭა მომენატრა.

     შარშან სოფლიდან, რომ ჩამოვედი თამარმა მომწერა: ,,ბლოგზე რაჭის ამბებს ველოდიო". ალბათ, მაშინ არ მსურდა რამე დამეწერა რაჭაზე, თუმცა ახლაც, ახალი რა უნდა ვთქვა მასზე, ყველამ იცის მისი საოცარი ჰაერი, წყალი და ბუნება (როცა ახალი დაბრუნებული ვარ რაჭიდან, განსაკუთრებული ჟანგის გემო აქვს აქაურ წყალს და კარგა ხანს მიყვება ეს გემო, სანამ არ შევეჩვევი.) თამარის ნათქვამი მის მერე ჩამრჩა და აი, დღემდე მომყვება.

    სოფლის მოგონება უფრო ბავშვობას უკავშირდება, ახლაც ჩამესმის გზაზე მიმავალი ურმის ხმა, მალე, დაცლილ სოფლებში, ეს ხმა სანატრელი იქნება ალბათ. მახსოვს ბაბუაჩემს ცალუღელა ურემი და ერთი ხარი ყავდა, რომელსაც კვირია ერქვა, სახელი მის დაბადების დღეს უკავშირდებოდა, კვირას დაბადებულა. ხბოს ბუცუცქელა ერქვა, ეს სახელი კი რით დაიმსახურა იმ ხბომ, ნამდვილად არ ვიცი. ის კი ზუსტად ვიცი, სამწუხაროდ, ჩვენს ოჯახში მეურნეობა აღარ გაგრძელდება, თან ისე, რომ ხარს კვირის დღეები, ხბოებს ასეთი უცნაური სახელები დაარქვან, თუმცა ასეთივე მდგომარეობა ახლა მთელ სოფელშია. ხარი კი კაცისთვის ერთგული მეგობარი ყოფილა მუდამ, სოფელში ის აუცილებელია და სიძლიერეს ნიშნავს. ის ედგა გვერდით, როცა ზამთრისთვის შეშა ჩამოჰქონდა ტყიდან ან ყურძენი ამოჰქონდა მეზობელ სოფელში გაშენებული ვენახიდან.

    კვირია ბაბუაჩემთან ერთად მოკვდა. მერე ამბობდნენ იგრძნო პატრონის სიკვდილიო. დღეს უკვე, ალბათ, ადამიანისთვისაც უჩვეულო ერთგულება ახასიათებდა იმ ხარს, ჭკვიანი იყოვო ასე იხსენებდნენ. ძველ ფოტოალბომში შემონახულია სურათი ხართან.

  წელს ისეთი გრილი ზაფხულია, მთებში, შეიძლება ითქვას, სიცივეც კია. რაჭაში ახლა ტემპერატურა 15 -იდან 20 გრადუსამდე მერყეობს, ამინდი ღრუბლიანია, ტენიანობა 79% ნამდვილად გიზგიზა ბუხრის და ცხელი ლობიანის ამინდია. გამოდის, რომ მაინც რაჭის ამინდია.















Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...