К основному контенту

ფოთი

     მახსოვს ჩემს ბავშვობაში,  ბიცოლა მუშაობდა  საფიჩხიის  ბიბლიოთეკაში, რომელიც ეკლესიის შენობაში იყო განთავსებული, ხანდახან ვსტუმრობდით ხოლმე და განსაკუთრებით დამამახსოვრდა გუმბათის ნაწილი, რომელიც სულ რკინის თაროებით იყო სავსე, ზედ კი წიგნები ელაგა. მაშინ, კომუნისტურ საქართველოში ჩვენი ეკლესიების ბედი იყო ასეთი. დარბეულ ტაძრებში სხვადასხვა დაწესებულებებს ათავსებდნენ. ახლა იქ ამაღლების სახელობის ტაძარია.
    ფოთის ტაძარში კი თეატრი ყოფილა განთავსებული. მერე ბევრს დაობდნენ თეატრის მესვეურნი და ეკლესიის წარმომადგენლები,  რომ დაებრუნებიათ ეკლესია, რომლის აგება  ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძის მერობის დროს დაწყებულა და 2000 მრევლი უნდა დაეტია, თუმცა  მის შემდეგ ბევრჯერ გადაუკეთებიათ. დღეს ძალიან დიდებულია ეს ტაძარი, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის. ის მაშინდელ კონსტანტინეპოლში მდებარე  აია სოფიას ტაძრის მსგავსია, რომელიც ჯერ არ მინინახავს, თუმცა ვგეგმავ ახლო მომავალში ვესტუმრო მეზობელ თურქეთს.
  ის ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. ულამაზესია , დიდიებულია , მომნუსხველია - ასეთი ეპითეტები არ მენანება იმდენად მოვიხიბლე. ბედნიერება მისი ხილვა. 

გზა ფოთისაკენ.







ფოთის საკათედრო ტაძარი.








     ფოთი კი  არის თავისებურად საინტერესო ქალაქი, სიამოვნებით დავრჩებოდი რამდენი დღე იქაურების უკეთ გასაცნობად. მანამდე კი, რაც მნიშვნელოვანია, პორტი და ზღვა.
ზღვა კი ისე ძალიან მიყვარს ვერ წამოვიდოდი მის უნახავად.







Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...