К основному контенту

დეკემბერი

       წელიწადის ყველა დროს თავისი, გასაოცარი სილამაზე გააჩნია, თუმცა მე ზამთარი უფრო მიყვარს ვიდრე ზაფხული, სიცივე ძალიანაც არ მაშინებს, ცხელი ყავა და ბევრი ღიმილი უდრის ბედნიერებას. მგონი არც ღირს იფიქრო, რომ ამაზე მეტია ბედნიერება, ახლა შორსაა და ერთ დღეს მოგაკითხავს, ასეთ ლოდინში წლები ისე გავიდა ბოლო-ბოლო მივხვდი, რომ ასე არა ყოფილა.


   ახალი წლის განწყობა ნოემბერში ნელა -ნელა და 
 დეკემბერში სრულიად მიპყრობს,   ყველაფერს რომ მხიარული იერი ეძლევა, ეს მიყვარს და დიდი და სერიოზული ადამიანები, დიდი და სერიოზული მონდომებით, რომ არჩევენ პატარა სათამაშოებს,  საყვარელ თოვლის ბაბუებს, დაფიფქულ ნაძვის ხეებს, საახალწლო სუფრის მოსართავებს ეს მაღიმებს.

     მე კი ვცხოვრობ ქალაქში, სადაც არ არის დიდი არჩევანი, სადაც ყოველ წელს ერთსა და იმავე ნათურებით რთავენს ქუჩებს, უკვე მერამდენე წელია ძველ  ნაძვის ხეს დგამენ, რომელიც მე საოცრად არ მომწონს არც საახალწლო ფილმის ნახვა შეგიძლია კინოში, დიდი ეკრანზე , კინოდარბაზის არ არსებობის გამო, არც ქალაქის კულტურული ცხოვრება გამოირჩევა  საახალწლოდ დატვირთული პროგრამით.


    მეც მაქვს ჩემი პატარა გეგმები , ამ პერიოდში ძირითადად მარხვაზე ვარ რაც  ჩემს საახალწლო მენიუზე აისახება, ამიტომ სოკოს ასეთ პიცებს მოვამზადებ.


     ახალწელთან კი ბევრი სურვილი მაქვს , რომელსაც დავწერ და ნაძვის ხის ქვემოთ დავაწყობ , მომავალ წელს წავიკითხავ და იქნებ ერთი მაინც იყოს ასრულებული.
     მანამდე კი გავამხელ ერთ- ერთს: მინდა ჩემი ქალაქის პატარა ქუჩები, სულ მალე განათდეს და გაბრჭყვიალდეს თანამედროვედ  და მოდურად მოირთოს, ადამიანებს აღარ უნდოდეთ აქედან წასვლა, რადგან შეეძლოთ აქვე იპოვნონ სამსახური, სიყვარული, ბედნიერება, რომლის საძებნელად, ასე შორს უწევთ წასვლა.  მხოლოდ სამოგზაუროდ და სასწავლებლად მიდიოდნენ შემდეგ კი, განათლებული ახალგაზრდები გვიბრუნდებოდნენ.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...