К основному контенту

სუსხიანი დეკემბერი

   12.12.2013
    წელს უფრო მკაცრი ზამთარი დადგა, ვიდრე წინა ორ წელს იყო, ამიტომ და კიდევ, უფრო, ქართული ხასიათის გამო მოუმზადებლები დავხვდით ხალხიც და ქალაქიც, რადგან ისე ძალიან გაუჭირდათ ამ პატარა თოვლთან გამკლავება, ფეხით მოსიარულეთა ბილიკებს არ წმენდენ მაინც არასოდეს, არც ტექნიკა ეყოთ, არც მარილი, მოყინულ გზაზე მოსაყრელად, მხოლოდ ჟურნალისტებთან  კომენტარებში აღნიშნავდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ და ყველაფერი კარგად იყო და როცა მთელი ქვეყანა (ქალაქი) ამ სიტყვებს ისმენდა უკან ჩაბნელებული ქალაქი ჩანდა.
    დღეს დილით 0 გრადუსი, შემდეგ ალბათ +1 თუ იქნებოდა, ციოდა , ყინავდა.
     ახლაც ყინავს ...
     მე კი ინტერნეტში თოვლიანი ბათუმის სურათებს ვნახულობ, სადაც უფრო დიდი მოთოვა ვიდრე ჩვენთან და ძალიან მინდება იქ ყოფნა,  მის პატარა ქუჩებში სეირნობა, მერე მიტოვებული სანაპიროს ნახვა და პორტი,  ულამაზესი იქნება ფანტელების ფონზე, და თან, ალბათ, ასეთი ფიქრები მექნებოდა:
     არც ღირდა მეფიქრა მასზე და მაინც მეფიქრებოდა.
   არც სხვისი აზრი იყო მნიშვნელოვანი. გგონია, რომ ასეთ დროს, სიმართლე რომელიც, მხოლოდ შენ იცი სხვისთვის უცხოა, რადგან ყველა ცდება შენს გარდა.
    ნუ რა სიბრმავეა.

ხანდახან როგორი სენტიმენტალური ხდები ადამიანი,
 ხანდახან როგორ  გგონია, რომ ყველას უყვარხარ.

   20.12.2013
    წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე და დღეს ახდა, ისეთი ცუდი ამბავი გავიგე ეშმაკს გაუხარია- თქო ვიფიქრე.
     ზოგჯერ ყოფილა სიზმრები ამხდენია, ოღონდ მერე მიმხვდარვარ, რომ ის ძლიერი ემოცია, რომელმაც გამომაღვიძა და ასე დამტვირთა ემოციურად მერე, ნამდვილ ცხოვრებაში  განმეორდა, დაღლილ ცხოვრებას სიზმრებს ვაფარებთ.
   კეთილი სიზმრები მინდა ამ საახალწლოდ, ყველა ოცნების ახდენა, მე არ მეშინია ოცნებების ახდენის და მთელი გულით ველოდები მათ.

Комментарии

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ