К основному контенту

წლის ბოლო ამბები

     აზრებს რომ ვერ უყრი თავს, ისეთი რამე მჭირს ახლა, არა და სათქმელი ყელში  მებჯინება, მახრჩობს და ახლა რომ  არ ვთქვა, მერე უთქმელობა შემაწუხებს.
    ბევრი რამე დაგროვდა: უარყოფითი, დადებითი ემოციები აირია ერთმანეთში.
  დღის ბოლო ცუდად დამთავრდა.
   გასამხნევებელი სიტყვები არ არსებობდა,  დედამთილი ახლდა ჩვენთან რომ მოვიდა-ოფისში, შვილი და კიდე ვიღაც ქალი მოყვა,  კარგი საჩუქარი გაუკეთე შვილსო- ესაყვედურებოდა .
    აუქციონის გზით მათი ქონება სხვამ იყიდა. ეს, მისი ვალისთვის მეორე ქონება იყო, რაც აუქციონზე გავიდა.  ჩვენგან ინფორმაცია უნდოდათ მყიდველზე, რომელთანაც  შეთანხმებას გეგმავდა, რაზე ან როგორი სახით ჯერ არც იცოდა.
     მე მათ წერილობით პასუხს ვამზადებდი და თან ვფიქრობდი- რა რთულ სიტუაცაში შეიძლება აღმოჩნდე ადამიანი, თუმცა დრო გავა, ეს ამბავი ცუდ მოგონებად დარჩება, მაგრამ მის რეაბილიტირებას მაინც შეძლებ, ან უნდა შეძლო!  გევალება, გაძლიერდე ფსიქიკურად ისე, რომ  ის, რაც მატერიალური ზარალია  მაინც აღადგინო და არ გადააყოლო შენი მთელი ცხოვრება. ერთხელაც დაივიწყო, ისწავლო შეცდომისაგან და შეძლო გააგრძელო ცხოვრება.
    უფრო დიდი, ცუდი ამბავიც გავიგე ამ კვირაში.  მკვლელობის შემზარავი ისტორია,  სიკვდილი კი რამხელა ტრაგედიაა, თან ახლგაზრდა ადამიანის მკვლელობა, უდანაშაულოდ, სხვის დასახმარებლად გამოსულის, სხვისთვის დასარტყამი დანა , რომ მოხვდა. ახლა მკვლელი იკითხეთ, ცალკე ის არის გულდათუთქული , კაცის მკველობაში ჩაიდგა ფეხი და ასეთი მძიმე ცოდვა აიკიდა ზურგზე.
    მერე მთელი დღე ამაზე ვლაპარაკობდი სამსახურში. წლის ბოლო ისეთიაო, ცუდი რამის გარეშე არ მიდისო, ახასიათებს ასეთი ამბებიო-თანამშრომლი მეუბნებოდა.
   კარგი და დადებითი? იყო ასეთებიც, ოღონდ ახლა ვერ ვიხსენებ, ასეთი მძიმე ამბები რომ გადაწონოს.  შემეცოდა და განვიცადე ძალიან, ორივე შემთხვევა, მაგრამ რაც ასე გეხმარება ამ დროს არის, თბილი, ადამიანური  ურთიერთობები, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში, რომელიც გვაძლებინებს ისევ, თორე ტკივილი ზოგჯერ დიდია და ცხოვრების სურვილსაც გიქრობს. 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...