12.12.2013
წელს უფრო მკაცრი ზამთარი დადგა, ვიდრე წინა ორ წელს იყო, ამიტომ და კიდევ, უფრო, ქართული ხასიათის გამო მოუმზადებლები დავხვდით ხალხიც და ქალაქიც, რადგან ისე ძალიან გაუჭირდათ ამ პატარა თოვლთან გამკლავება, ფეხით მოსიარულეთა ბილიკებს არ წმენდენ მაინც არასოდეს, არც ტექნიკა ეყოთ, არც მარილი, მოყინულ გზაზე მოსაყრელად, მხოლოდ ჟურნალისტებთან კომენტარებში აღნიშნავდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ და ყველაფერი კარგად იყო და როცა მთელი ქვეყანა (ქალაქი) ამ სიტყვებს ისმენდა უკან ჩაბნელებული ქალაქი ჩანდა.
დღეს დილით 0 გრადუსი, შემდეგ ალბათ +1 თუ იქნებოდა, ციოდა , ყინავდა.
ახლაც ყინავს ...
მე კი ინტერნეტში თოვლიანი ბათუმის სურათებს ვნახულობ, სადაც უფრო დიდი მოთოვა ვიდრე ჩვენთან და ძალიან მინდება იქ ყოფნა, მის პატარა ქუჩებში სეირნობა, მერე მიტოვებული სანაპიროს ნახვა და პორტი, ულამაზესი იქნება ფანტელების ფონზე, და თან, ალბათ, ასეთი ფიქრები მექნებოდა:
არც ღირდა მეფიქრა მასზე და მაინც მეფიქრებოდა.
არც სხვისი აზრი იყო მნიშვნელოვანი. გგონია, რომ ასეთ დროს, სიმართლე რომელიც, მხოლოდ შენ იცი სხვისთვის უცხოა, რადგან ყველა ცდება შენს გარდა.
ნუ რა სიბრმავეა.
ხანდახან როგორი სენტიმენტალური ხდები ადამიანი,
ხანდახან როგორ გგონია, რომ ყველას უყვარხარ.
20.12.2013
წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე და დღეს ახდა, ისეთი ცუდი ამბავი გავიგე ეშმაკს გაუხარია- თქო ვიფიქრე.
ზოგჯერ ყოფილა სიზმრები ამხდენია, ოღონდ მერე მიმხვდარვარ, რომ ის ძლიერი ემოცია, რომელმაც გამომაღვიძა და ასე დამტვირთა ემოციურად მერე, ნამდვილ ცხოვრებაში განმეორდა, დაღლილ ცხოვრებას სიზმრებს ვაფარებთ.
კეთილი სიზმრები მინდა ამ საახალწლოდ, ყველა ოცნების ახდენა, მე არ მეშინია ოცნებების ახდენის და მთელი გულით ველოდები მათ.

ra kargi posti iko! mkudro da fiqriani. mec zalian mikvars carieli sanapiro 'arasezonze'...
ОтветитьУдалитьmadloba tinatin :)
Удалить