К основному контенту

შემოდგომისფერ საღამოს

   მწარე გამოდგა ჩემი ჩაი და ვეღარ დავლიე. 
   შემოდგომისფერ საღამოს და მას ერთი გემო აქვთ, თითქმის.
   სიყვითლე კი ჯერ არ მოდებია სამყაროს.  შემოდგომა,  ხომ ახლა იღებს გეზს. 

    კურსელთან საუბარში გავატარე მთელი საღამო. მეგობრები არ ვყოფილვართ. არც ახლა ვართ, მაგრამ სოციალური ქსელები ვის არ შეგახვედრებს და ვისთან არ გასაუბრებს,  ისე კარგად არ ვიცნობ მას, რომ აქ მასზე დავწერო და სიმართლე იყოს, არ შევცდე. თან კიდევ, მგონია, რომ არ მახსოვს ეს ადამიანი. ვერ ვიხსენებ მის თვისებებს. ხომ არსებობობენ შეუმჩნეველი ადამიანები, ალბათ ერიდებოდა მისი აზრის გამოთქმას, ლექციებზე არ აქტიურობდა და შესაბამისად არ დამამახსოვრდა. რომ ვაკვირდები ადამიანი მუდამ ლაპარაკობს თავის ტკივილზე. სულ ადვილი გამოსაცნობია მისი საწუხარი, თუ დაუკვირდები მოკითხვის შემდეგ პირველი კითხვაც ისაა, რაც მას აწუხებს. ამიტომ, მე ვიცი მისი ნომერ პირველი პრობლემა ახლა.  სიტყვას კი, უდიდესი ძალა რომ  აქვს, ამაზე მამაოსთანაც ვისაუბრე, ამიტომ მინდოდა ჩემს სიტყვებს სიმშვიდე მოეტანა მისთვის. 

     მეგობრებთან სოციალური ქსელებით ურთიერთობა,  ამ ბოლოს ვხვდები, რომ ძალიან მოწყენილს მხდის. მიტოვებს საოცრად დიდ უკმარისობის გრძნობას, თავის მოტუებას უფრო  გავს და არა ნამდვილ ურთიერთობას, რომელსაც ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს ვერცერთი ქსელი.

   მიყვარს გულიანი, ნაღდი ურთიერთობები, ხასიათზე რომ მოგიყვანს კაცს და მარტო არ აღმოჩნდები ვეებერთელა სამყაროს წინაშე. დიდი ხნის წინ შევთანხმდი ჩემს თავთან, რომ კომპლექსების არ მრცხვენია, რადგან ასე უფრო დავამარცხებ მათ. ამიტომ გავთამამდები და ვიტყვი, რომ ურთიერთობებში კიდევ ბევრი კომპლექსი მაქვს დასაძლევი, ერთი პერიოდი ჩემს სტანდარტებში თუ არ ჯდებოდა ადამინია ვერ ვიღებდი მას, ახლა კი, მინდა უფრო თავისუფალი ვიყო ურთიერთობებში. ადამიანები, ისეთები მივიღო, როგორებიც არიან, თითოეული განუმეორებელია, უკეთესები და უარესები არსებობენ, ოღონდ ზუსტად ისეთები არა. ( ეს აზრი რომელიღაც სოციალურ ქსელში წავიკითხე და აი დავესესხე კიდეც)  ოღონდ უდავოა, როცა შენთვის არსებობს ერთად ერთი და მეტი არავინ. სამყარო კი მის ირგვლივ  ბრუნავს, ღელავს თუ რაც გინდათ დაარქვით. 



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...