К основному контенту

საქმე N

     ისე ჩანს, თითქოს ბლოგი მივატოვე, ამის გახსენებაზეც  კი გული მწყდება, ახლა კი დროა თავი ვიმართლო,  სხვათაშორის არ მიყვარს თავის მართლება, თუმცა ამ ბოლოს დავრწმუნდი, რომ ზოგ სიტუაციაში  აუცილებელია, თორემ ძალიან დამნაშავესავით გამოსული რჩები.
   ახლა რაც შეეხება თავის მართლებას-ერთი ის, რომ დრო აღარ მრჩება, მეორეც  ვიღლები და მერე მეზარება. მოკლედ, რა უფრო სწორია არ ვიცი .ასე კი გამოვიდა. ახლა  ძალიან მინდა ცურვა ამ ბოლოს აკვიატებული მაქვს  ეს სურვილი. ცურვა არ ვიცი და ისე  ძალიან მინდება შემეძლოს და ვცურავდე. განსაკუთრებით როცა საუბარს იწყებენ თემებზე,  რომელიც მე არ მეხება და არ მაინტერესებს ვხვდები, რომ სადღაც მივდივარ, უფრო სწორად  მივცურავ.
   სამსახურში ამ ბოლოს დაჩემდათ ჩემთვის უინტერესო თემებზე საუბარი, მე კი ვერ ვისმენ. პატარა ბავშვის კვება და მსგავსი საკითხები, ალბათ ახლა მეც თოთო შვილიანი რომ ვიყო, განუწყვეტლივ ვისაუბრებდი მასზე, მის კვებაზე, მის აღზრდაზე. შეიძლება ზედმეტიც მომსვლოდა. ჩვენს საქმეში ასე ქვია საქმე N ესა და ეს და მეც უინტერესო საუბარს ასე ვეცლები, როცა ვიღაც მირეკავს და მეკითხება საქმე N ამა და ამაზე რა ხდებაო და ერთ საქმეზე განაწილებისას შემეშალა, მერე სანამ არ გამოსწორდა ვნერვიულობდი, შინაგანად სულ განვიცდიდი, ყოველდღე ვფიქრობდი, რომ ეს აუცილებლად ამ დღეს უნდა გამომესწორებინა, ყველას ამაზე ველაპარაკებოდი იქამდე, რომ ბოლოს მეუბნებოდნენ კარგი ვის არ შეშლიაო. მეგონა ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო და რომ ასეთი შეცდომა არ უნდა მომსვლოდა. ორჯერ თბილისში დარეკვა დამჭირდა თითქოს სწორდებოდა პროგრამულად ,მაგრამ შედეგი არ იყო, დღეს კი საბოლოოდ გამოსწორდა და მეც დავისვენე. მაშინ წყლის ზედაპირის სასიამოვნო ხმა ვიგრძენი და ვიფიქრე რა კარგია -თქო სიმშვიდე და თავისუფალი სუნთქვა და ცურვა, როცა იცი და თამამად ცურავ.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ