К основному контенту

ჩემი წესები

       კარგი წესი დავიმკივდრე, რადგან დილით სამსახურში მისვლა პირველს მიწევს,  მუშაობას სასიამოვნო მუსიკის ფონზე ვიწყებ. მერე, კარგად დაწყებული დღე კარგად სრულდება, ნაყოფიერი გამოდის, თუმცა ცოტას ვიღლები. გარდა ამისა  მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით ვეღარაფრით ვეღარ ვინტერესდები. ტელევიზორს ვერ კი არა და უფრო არ ვუყურებ, არ ვკითხულობ პრესას, თითქოს ვცდილობ ინტერნეტით მაინც მივადევნო თვალი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო მოვლენებს, მაგრამ აქაც არ გამომდის.  ფაქტია, რომ აშკარად დავშორდი ამ სფეროს  და მოვლენების პოლიტიკურ ჭრილში  განხილვას, ამიტომ მიჭირს ვისაუბრო ახალი მთავრობის მუშაობის ეფექტურობაზე, ხოლო რაც შეეხება უკეთესობიკსენ ცვლილებების დანახვას, ჯერ ალბათ მაინც ადრეა ამაზე საუბარი, მეტი დროა საჭირო, თუმცა მე მაინც ვერაფერს ვამჩნევ ჯერ სასიკეთოს, ხოლო ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ამბავი კი ძალიან მომხვდა გულზე და ძალიან შემეცოდნენ. მერე ქალაქში საუბრობდნენ ფულისთვის არიან წასულები და რა პატრიოტიზმი ან გმირობა ეგ არისო. ტელევიზორში კი ასეთ განხცადებებს აკეთებდნენ ხელისუფლების წევრები ცოტაც და ახალ  წესზე გადავდივართ სადაც ქართველები, უკვე ტრენინგებს ჩაატარებენ და უფრი პატივში ვიქნებითო. 
    აშკარა სიკვდილზე წასვლა ღმერთო, რა ძნელია, არავინ იცის იქ ნაღმზე აფეთქდება, ბრმა ტყვია მოკლავს თუ ვიღაც კამიკაძის ( კამიკაძე  სიტყვასიტყვით ნიშნავს ღმერთების ქარს) ახირებას ემსხვერპლება და მაინც მიდიან თავიანთი ოჯახებისთვის ან კარიერისთვის, თავისი ცხოვრებისთვის და უარს არ ამბობენ.  ისე სამხედრო ფორმა არ მიყვარს, მაგალითად არასოდეს მომწონებია ბიჭი მაგ ფომრაში. ასე მგონია ვისაც ფორმა აცვია, ყველას ერთი სახე აქვს. კაცი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ჯარში არ წავიდოდი. მომისმენია ისტორიები, როდესაც ინვალიდდებიან  და ასეთ შემთხვევაში შეყვარებულისთვის ნაყიდი ბეჭედი და ლეპტოპი აზრს კარგავდა.
  მე არც ქმარს არ გავუშვებდი ჯარში. ესეც ჩემი წესია.
   დილის  მუსიკით დაწყებამ კი ძალიან გაამართლა,  იქამდე რომ წინა საღამოს ვარჩევ კიდეც, რომელი მელოდიებით გავილამაზო ახალი დღის დაწყება და რომ მეთელი დღე ვგრძნობდე დადებით ემოციას.
ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...